საფინანსო-ანალიტიკური სამსახური ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც სახელმწიფო უწყებებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ელექტრონულ სერვისებს ავითარებს. მისი საქმიანობა მოიცავს საჯარო ფინანსების მართვისა და საქმისწარმოების სისტემებს, პროგრამულ უზრუნველყოფას, ტექნიკურ მხარდაჭერასა და ღრუბლოვან ინფრასტრუქტურას.