პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის პროგრამისტი
სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურიფუნქციები:
• პროგრამული კოდის შემუშავება;
• აქტიური თანამშრომლობა უწყების სხვა დეპარტამენტებთან პროგრამული სისტემების შემდგომი განვითარების, ინციდენტების მართვის და გაუმჯობესების კუთხით;
• სხვა მოვალეობებისა და დავალებების შესრულება სამსახურის/დეპარტამენტის ხელმძღვანელის მითითებით (დეპარტამენტის ზოგადი ამოცანების/პროექტებისა და პროფესიონალური კომპეტენციის ფარგლებში).
---
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონტიტუცია;
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანება.
---
დამატებითი მოთხოვნები:
კომპეტენციები და უნარები:
• ანალიტიკური აზროვნება;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
• დროის ეფექტურად მართვა;
• ერთდროულად რამოდენიმე (2 ან მეტი) ამოცანაზე მუშაობის უნარი;
• არანორმირებული სამუშაო დღის პირობებში ეფექტური მოღვაწეობის უნარი;
• ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი.
დარგობრივი მოთხოვნები:
Microsoft Application Lifecycle Management;
Microsoft Team Foundation Server Source Control and Build;
Software Testing with TFS and Visual Studio;
Project Management with TFS and Visual Studio.
NET Framework-ის, .NET Core-ის, C#-ის. Microsoft Visual Studio-ს ფუნდამენტალური ცოდნა (ADO.NET, ADO.NET, EntityFramework ORM, LINQ-ის პროფესიონალური გამოყენების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
TSQL-ის ცოდნა და Microsoft SQL Server-ის ბაზაზე აპლიკაციების შემუშავების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
Windows Communication Foundation / SOAP და ASP.NET WebAPI / REST ტექნოლოგიის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
HTML/Web ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროგრამული ტექნოლოგიების ცოდნა:
JavaScript, TypeScript, jQuery, Angular JS+
Microsoft, ASP.NET, ASP.NET Core, MVC
HTML, CSS, Bootstrap
Kendo UI ბიბლიოთეკასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
---
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური (fas.ge) ხელს უწყობს სამინისტროს პრიორიტეტების და ამოცანების წარმატებულად განხორციელებას, სამინისტროს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მხარდაჭერას და განვითარებას, შესაბამისი მომსახურეობის გაწევას. სამსახური ანვითარებს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებს, ელექტრონულ სერვისებს, უზრუნველყოფს მათ მდგრად, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებას, ზრუნავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ახორციელებს ახალ პროექტებს ელექტრონული მთავრობის სფეროში. სამსახური ხელს უწყობს ფინანსთა სამინისტროს ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საჭირო საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნას, ინფორმაციული და კიბერ-უსაფრთხოების ხელშეწყობას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას, ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო სისტემების ქვეყნის საინფორმაციო საკომუნიკაციო სივრცეში ინტეგრაციას.
---
დამატებითი ინფორმაცია:
აუცილებელია კანდიდატმა ატვირთოს:
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
აუცილებელია კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა.
კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მომდევნო ეტაპებზე, თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ასევე, იმ შემთხვევაში თუ არასრულყოფილი/გაურკვეველი ფორმით იქნება ატვირთული. დოკემენტაცია ატვირთულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთების შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
---
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
ხელფასი: 2000 ლარი
ლოკაცია: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ადგილების რაოდენობა: 1
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
მინიმალური განათლება: უმაღლესი განათლება
ენები: ქართული - - C1 - - C1; ინგლისური - - B2 - - B2
კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Visual Studio - - ძალიან კარგი; Microsoft SQL Server Management Studio - - ძალიან კარგი; Microsoft Team Foundation Server - - ძალიან კარგი
კონკურსის ეტაპები: გასაუბრება