საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციასს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსის ვაკანსიაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კორპორაციის საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავება, დამტკიცებაზე წარდგენა და განხორციელების სისტემური უზრუნველყოფა;
- საინვესტიციო დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, კოორდინაცია და კონტროლი, დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების მართვა;
- სტრატეგიული საინვესტიციო შესაძლებლობების მოძიება, პრიორიტეტიზაცია და კორპორაციის გრძელვადიანი მიზნებთან შესაბამისობის შეფასება;
- მსხვილი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხელმძღვანელობისთვის რეკომენდაციებისა და ანალიტიკური დასკვნების წარდგენა;
- საინვესტიციო ტრანზაქციების განხორციელების პროცესზე ზედამხედველობა და დადგენილ პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- საინვესტიციო პორტფელის მართვა, შემოსავლიანობის მონიტორინგი და პორტფელის ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებების შემუშავება;
- კორპორაციის სხვა დეპარტამენტებთან, გარე პარტნიორებთან და საინვესტიციო ბაზრის მონაწილეებთან კოორდინაცია;
- საინვესტიციო საქმიანობის ოპერაციული და ადმინისტრაციული პროცესების ეფექტიანობის უზრუნველყოფა და სრულყოფა.
განათლება:
- მაგისტრის ხარისხი ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების ან სხვა რელევანტური მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები:
- 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინვესტიციების ანალიზის და მართვის, კორპორაციული ფინანსების, Private Equity, Venture Capital ფონდების ან Investment Banking მიმართულებით;
- 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გუნდის ან დეპარტამენტის ხელმძღვანელობის პოზიციაზე;
- საინვესტიციო შეფასების — Discounted Cash Flow [NPV, IRR] და Market მეთოდოლოგიების პრაქტიკული ცოდნა;
- ფინანსური მოდელირებისა და პორტფელის მართვის გამოცდილება;
- Due Diligence პროცესის წარმართვის კომპეტენცია;
- სტრატეგიული პარტნიორების, ინვესტორების და გარე დაინტერესებული მხარეების ეფექტური მართვის გამოცდილება (Stakeholder Management);
- ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
უპირატესობა მიენიჭება:
- CFA სერტიფიკატის მქონე პირებს;
- საინვესტიციო ფონდების ან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში ინვესტიციების მიმართულებით მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Email და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ოქტომბერი .
გისურვებთ წარმატებას!