საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 6 ოქტ
განაცხადების ვადა: 15 ოქტ

სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსის ვაკანსიაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კორპორაციის საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავება, დამტკიცებაზე წარდგენა და განხორციელების სისტემური უზრუნველყოფა;
  • საინვესტიციო დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, კოორდინაცია და კონტროლი, დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების მართვა;
  • სტრატეგიული საინვესტიციო შესაძლებლობების მოძიება, პრიორიტეტიზაცია და კორპორაციის გრძელვადიანი მიზნებთან შესაბამისობის შეფასება;
  • მსხვილი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხელმძღვანელობისთვის რეკომენდაციებისა და ანალიტიკური დასკვნების წარდგენა;
  • საინვესტიციო ტრანზაქციების განხორციელების პროცესზე ზედამხედველობა და დადგენილ პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • საინვესტიციო პორტფელის მართვა, შემოსავლიანობის მონიტორინგი და პორტფელის ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებების შემუშავება;
  • კორპორაციის სხვა დეპარტამენტებთან, გარე პარტნიორებთან და საინვესტიციო ბაზრის მონაწილეებთან კოორდინაცია;
  • საინვესტიციო საქმიანობის ოპერაციული და ადმინისტრაციული პროცესების ეფექტიანობის უზრუნველყოფა და სრულყოფა.

განათლება:

  • მაგისტრის ხარისხი ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების ან სხვა რელევანტური მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინვესტიციების ანალიზის და მართვის, კორპორაციული ფინანსების, Private Equity, Venture Capital ფონდების ან Investment Banking მიმართულებით;
  • 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გუნდის ან დეპარტამენტის ხელმძღვანელობის პოზიციაზე;
  • საინვესტიციო შეფასების — Discounted Cash Flow [NPV, IRR] და Market მეთოდოლოგიების პრაქტიკული ცოდნა;
  • ფინანსური მოდელირებისა და პორტფელის მართვის გამოცდილება;
  • Due Diligence პროცესის წარმართვის კომპეტენცია;
  • სტრატეგიული პარტნიორების, ინვესტორების და გარე დაინტერესებული მხარეების ეფექტური მართვის გამოცდილება (Stakeholder Management);
  • ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

უპირატესობა მიენიჭება:

  • CFA სერტიფიკატის მქონე პირებს;
  • საინვესტიციო ფონდების ან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში ინვესტიციების მიმართულებით მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.

დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ოქტომბერი .

გისურვებთ წარმატებას!

Investment AnalysisCorporate FinanceFinancial ModelingDCFIRRDue DiligenceStakeholder ManagementEnglish