მომარაგების ოფიცერი

რუსთავის აზოტი
Location: Rustavi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Salary: 1800 ₾/month
Published: 1 Sept
Application deadline: 1 Oct

სს "რუსთავის აზოტი" 2023 წლიდან არის "ინდორამა კორპორაციის" გუნდის წევრი.

სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს რეგიონში უდიდეს ქიმიურ საწარმოს, რომელშიც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და რომელიც ერთადერთი მწარმოებელია სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების მიმართულებით.

სს "რუსთავის აზოტი" აცხადებს ვაკანსიას მომარაგების ოფიცრის პოზიციაზე.

ლოკაცია: რუსთავი , მშვიდობის ქ #2, რუსთავის აზოტის საწარმო

სახელფასო განაკვეთი: 1800 ლარი (ხელზე ასაღები)

მოვალეობები:

  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია ფასების, ვადებისა და მიწოდების პირობების შესათანხმებლად;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (შეკვეთები, ინვოისები, მიწოდების აქტები და სხვ.) მომზადება და მოწესრიგება;
  • მონაცემების სწორად შეყვანა და განახლება 1C პროგრამაში,
  • მხარდაჭერა ხელშეკრულებების ადმინისტრირებაში და შესაბამისი ფაილების არქივირება;
  • პერიოდული ანგარიშების მომზადება შესყიდვების სტატუსზე და ანგარიშგება დეპარტამენტის ხელმძღვანელთან;
  • მომარაგების პროცედურების დაცვა და შიდა პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო ან უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის ან ლოჯისტიკის მიმართულებით;
  • გამოცდილება მომარაგების ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Excel-ის ცოდნა და SAP-ის შესწავლის მზაობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე)

უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებული
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კრიტიკულ სიტუაციებში დროული რეაგირების უნარი
  • პასუხისმგებლობიანი

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტი)
  • ტრანსპორტირება

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე:

გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

MS Excel1CSAPEnglish B2შესყიდვებიკომუნიკაციადოკუმენტაცია