მომარაგების ოფიცერი
რუსთავის აზოტი მდებარეობა: რუსთავი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1800 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 1 სექ
განაცხადების ვადა: 1 ოქტ
გამოცდილების დონე: დამწყები
სს "რუსთავის აზოტი" 2023 წლიდან არის "ინდორამა კორპორაციის" გუნდის წევრი.
სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს რეგიონში უდიდეს ქიმიურ საწარმოს, რომელშიც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და რომელიც ერთადერთი მწარმოებელია სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების მიმართულებით.
სს "რუსთავის აზოტი" აცხადებს ვაკანსიას მომარაგების ოფიცრის პოზიციაზე.
ლოკაცია: რუსთავი , მშვიდობის ქ #2, რუსთავის აზოტის საწარმო
სახელფასო განაკვეთი: 1800 ლარი (ხელზე ასაღები)
მოვალეობები:
- მომწოდებლებთან კომუნიკაცია ფასების, ვადებისა და მიწოდების პირობების შესათანხმებლად;
- შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (შეკვეთები, ინვოისები, მიწოდების აქტები და სხვ.) მომზადება და მოწესრიგება;
- მონაცემების სწორად შეყვანა და განახლება 1C პროგრამაში,
- მხარდაჭერა ხელშეკრულებების ადმინისტრირებაში და შესაბამისი ფაილების არქივირება;
- პერიოდული ანგარიშების მომზადება შესყიდვების სტატუსზე და ანგარიშგება დეპარტამენტის ხელმძღვანელთან;
- მომარაგების პროცედურების დაცვა და შიდა პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო ან უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის ან ლოჯისტიკის მიმართულებით;
- გამოცდილება მომარაგების ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Excel-ის ცოდნა და SAP-ის შესწავლის მზაობა;
- ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე)
უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებული
- გუნდური მუშაობის უნარი
- კრიტიკულ სიტუაციებში დროული რეაგირების უნარი
- პასუხისმგებლობიანი
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტი)
- ტრანსპორტირება
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: ელ. ფოსტა
გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
MS Excel1CSAPEnglish B2შესყიდვებიკომუნიკაციადოკუმენტაცია