ჟურნალისტი

Medscriptum
Location: Tbilisi
Employment type: Full-time
Published: 1 Sept
Application deadline: 1 Oct

"მედსკრიპტუმი " (Medscriptum) საერთაშორისო მულტიმედია პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ექიმებსა და ჯანდაცვის სპეციალისტებს აკავშირებს. ჩვენი მიზანია, საზოგადოებასა და პროფესიულ წრეებს მხოლოდ აკადემიური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და უტყუარი ინფორმაცია მივაწოდოთ. დღეს "მედსკრიპტუმი" სამენოვან ვებ-პლატფორმას, სატელევიზიო გადაცემას BMG TV-ზე და ორენოვან ბეჭდურ ჟურნალს აერთიანებს. სწორედ ამ მისიის გასაგრძელებლად და ჩვენი პლატფორმის გასაძლიერებლად, "მედსკრიპტუმის" გუნდში ვეძებთ ჟურნალისტს.

ძირითადი მოვალეობები:

  • ჯანდაცვისა და სამედიცინო სფეროში მიმდინარე სიახლეების მოძიება, დამუშავება და ნიუსების მომზადება;
  • ვრცელი სტატიების მომზადება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამედიცინო მიღწევებზე;
  • ქართულ სამედიცინო ეკოსისტემაში მნიშვნელოვანი მოვლენების აქტიური გაშუქება. ** სამედიცინო კონფერენციებზე და თავყრილობებზე დასწრება და შესაბამისი მასალების მომზადება;
  • ინტერვიუების დაგეგმვა და ჩაწერა ქართველ და უცხოელ ექიმებთან, ჯანდაცვის სპეციალისტებსა და მეცნიერებთან;
  • ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო სფეროსთან დაკავშირებული უწყებების რეფორმებისა თუ სიახლეების მონიტორინგი და გაშუქება;
  • ქართველი ექიმების წარმატებული ქეისების, უნიკალური ოპერაციებისა და მიგნებების იდენტიფიცირება და გაშუქება.
  • რთული სამედიცინო/სამეცნიერო ენის ფართო საზოგადოებისთვის გასაგებ, თუმცა აკადემიური სიზუსტის მქონე ფორმატში გადმოცემა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ჰუმანიტარული მიმართულებით (სამედიცინო განათლება არ არის სავალდებულო, თუმცა ჩაითვლება უპირატესობად);
  • მედიაში ჟურნალისტად/რეპორტიორად მუშაობის გამოცდილება
  • საქართველოს ჯანდაცვის ეკოსისტემის საბაზისო ცოდნა და ამ სფეროს გაშუქების ინტერესი;
  • ქართულ ენაზე გამართულად და სტილისტურად დახვეწილად წერის უნარი;
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა - საუბარი/წერა-კითხვა (უცხოური სამედიცინო პუბლიკაციების, კვლევებისა და გაიდლაინების წასაკითხად და დასამუშავებლად);

აუცილებელი უნარები:

  • ამბის თხრობის და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • კომპლექსური სამედიცინო თემების მკითხველისთვის საინტერესოდ გადმოცემის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, რესპონდენტებთან პროფესიული ურთიერთობების მარტივად დამყარების უნარი;
  • თემებისა და საინტერესო ამბების დამოუკიდებლად დანახვისა და მოძიების სურვილი;
  • დროის ეფექტურად მართვისა და დათქმული დედლაინების დაცვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ჟურნალისტური ეთიკის პატივისცემა;

რას გთავაზობთ

  • კონკურენტულ ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს, რაც მოგცემთ დროის ეფექტურად მართვის საშუალებას;
  • საერთაშორისო სტანდარტების მქონე მულტიმედია პლატფორმაზე მუშაობისა და ** პროფესიული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას;
  • ჯანდაცვის სფეროს წამყვან სპეციალისტებთან თანამშრომლობის გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და თქვენ მიერ მომზადებული მასალების პორტფოლიო (სტატიების ბმულები) ელექტრონულ მისამართზე:

სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ჟურნალისტი".

ჟურნალისტიკასამედიცინო ჟურნალისტიკაინგლისური ენაწერის უნარიკომუნიკაციაკრიტიკული აზროვნებადროის მენეჯმენტი