ჟურნალისტი
Medscriptum"მედსკრიპტუმი " (Medscriptum) საერთაშორისო მულტიმედია პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ექიმებსა და ჯანდაცვის სპეციალისტებს აკავშირებს. ჩვენი მიზანია, საზოგადოებასა და პროფესიულ წრეებს მხოლოდ აკადემიური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და უტყუარი ინფორმაცია მივაწოდოთ. დღეს "მედსკრიპტუმი" სამენოვან ვებ-პლატფორმას, სატელევიზიო გადაცემას BMG TV-ზე და ორენოვან ბეჭდურ ჟურნალს აერთიანებს. სწორედ ამ მისიის გასაგრძელებლად და ჩვენი პლატფორმის გასაძლიერებლად, "მედსკრიპტუმის" გუნდში ვეძებთ ჟურნალისტს.
ძირითადი მოვალეობები:
- ჯანდაცვისა და სამედიცინო სფეროში მიმდინარე სიახლეების მოძიება, დამუშავება და ნიუსების მომზადება;
- ვრცელი სტატიების მომზადება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამედიცინო მიღწევებზე;
- ქართულ სამედიცინო ეკოსისტემაში მნიშვნელოვანი მოვლენების აქტიური გაშუქება. ** სამედიცინო კონფერენციებზე და თავყრილობებზე დასწრება და შესაბამისი მასალების მომზადება;
- ინტერვიუების დაგეგმვა და ჩაწერა ქართველ და უცხოელ ექიმებთან, ჯანდაცვის სპეციალისტებსა და მეცნიერებთან;
- ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო სფეროსთან დაკავშირებული უწყებების რეფორმებისა თუ სიახლეების მონიტორინგი და გაშუქება;
- ქართველი ექიმების წარმატებული ქეისების, უნიკალური ოპერაციებისა და მიგნებების იდენტიფიცირება და გაშუქება.
- რთული სამედიცინო/სამეცნიერო ენის ფართო საზოგადოებისთვის გასაგებ, თუმცა აკადემიური სიზუსტის მქონე ფორმატში გადმოცემა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ჰუმანიტარული მიმართულებით (სამედიცინო განათლება არ არის სავალდებულო, თუმცა ჩაითვლება უპირატესობად);
- მედიაში ჟურნალისტად/რეპორტიორად მუშაობის გამოცდილება
- საქართველოს ჯანდაცვის ეკოსისტემის საბაზისო ცოდნა და ამ სფეროს გაშუქების ინტერესი;
- ქართულ ენაზე გამართულად და სტილისტურად დახვეწილად წერის უნარი;
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა - საუბარი/წერა-კითხვა (უცხოური სამედიცინო პუბლიკაციების, კვლევებისა და გაიდლაინების წასაკითხად და დასამუშავებლად);
აუცილებელი უნარები:
- ამბის თხრობის და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- კომპლექსური სამედიცინო თემების მკითხველისთვის საინტერესოდ გადმოცემის უნარი;
- კომუნიკაბელურობა, რესპონდენტებთან პროფესიული ურთიერთობების მარტივად დამყარების უნარი;
- თემებისა და საინტერესო ამბების დამოუკიდებლად დანახვისა და მოძიების სურვილი;
- დროის ეფექტურად მართვისა და დათქმული დედლაინების დაცვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ჟურნალისტური ეთიკის პატივისცემა;
რას გთავაზობთ
- კონკურენტულ ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს, რაც მოგცემთ დროის ეფექტურად მართვის საშუალებას;
- საერთაშორისო სტანდარტების მქონე მულტიმედია პლატფორმაზე მუშაობისა და ** პროფესიული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას;
- ჯანდაცვის სფეროს წამყვან სპეციალისტებთან თანამშრომლობის გამოცდილება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და თქვენ მიერ მომზადებული მასალების პორტფოლიო (სტატიების ბმულები) ელექტრონულ მისამართზე: ელ. ფოსტა
სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ჟურნალისტი".