ონლაინ კურსების მენეჯერი
The English Academy" The English Academy " ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს Online Courses Manager -ის პოზიციაზე ბათუმში .
პოზიციის მთავარი მიზანია ონლაინ სასწავლო პროცესის შეუფერხებლად და ეფექტიანად მართვა მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან და აკადემიის შიდა გუნდთან კოორდინაციით.
ძირითადი მოვალეობები:
- ონლაინ კურსებით დაინტერესებულ მსმენელებთან კომუნიკაცია, პროგრამის, სასწავლო მეთოდოლოგიისა და კურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
- ონლაინ კურსებზე ჩარიცხული მოსწავლეების ადმინისტრაციული მართვა;
- სასწავლო პროცესში წარმოშობილი საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხების დროული მოგვარება;
- საჭირო ინფორმაციის შესაბამის თანამშრომლებთან გადაცემა;
- ონლაინ კურსების მიმდინარეობის მონიტორინგი და გაუმჯობესების საჭიროებების იდენტიფიცირება;
- პერიოდული ანგარიშებისა და საჭირო ინფორმაციის მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
ჩვენგან მნიშვნელოვანია:
- უმაღლესი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
- ძლიერი კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარები;
- რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის შესაძლებლობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: The English Academy; ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე / შეთანხმებული გრაფიკი
ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV მისამართზე: Email და გთხოვთ, ელფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: "Online Courses Manager" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!