ონლაინ კურსების მენეჯერი

The English Academy
მდებარეობა: ბათუმი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 6 ოქტ
განაცხადების ვადა: 5 ნოე

" The English Academy " ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს Online Courses Manager -ის პოზიციაზე ბათუმში .

პოზიციის მთავარი მიზანია ონლაინ სასწავლო პროცესის შეუფერხებლად და ეფექტიანად მართვა მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან და აკადემიის შიდა გუნდთან კოორდინაციით.

ძირითადი მოვალეობები:

  • ონლაინ კურსებით დაინტერესებულ მსმენელებთან კომუნიკაცია, პროგრამის, სასწავლო მეთოდოლოგიისა და კურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
  • ონლაინ კურსებზე ჩარიცხული მოსწავლეების ადმინისტრაციული მართვა;
  • სასწავლო პროცესში წარმოშობილი საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხების დროული მოგვარება;
  • საჭირო ინფორმაციის შესაბამის თანამშრომლებთან გადაცემა;
  • ონლაინ კურსების მიმდინარეობის მონიტორინგი და გაუმჯობესების საჭიროებების იდენტიფიცირება;
  • პერიოდული ანგარიშებისა და საჭირო ინფორმაციის მომზადება ხელმძღვანელობისთვის.

ჩვენგან მნიშვნელოვანია:

  • უმაღლესი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარები;
  • რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის შესაძლებლობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა: The English Academy; ბათუმი

სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე / შეთანხმებული გრაფიკი

ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV მისამართზე: და გთხოვთ, ელფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: "Online Courses Manager" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

კომუნიკაციაკოორდინაციადროის მართვაპრობლემების გადაჭრაადმინისტრაციული მართვა