ოფისის მენეჯერი
დიზი ლიზინგი Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 8 Oct
Application deadline: 7 Nov
Experience level: Mid level
საერთაშორისო სალიზინგო კომპანია "დიზი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
ფუნქციები და მოვალეობები:
- სათავო ოფისის და ფილიალებისა ყოველდღიური ადმინისტრაციული საჭიროებების კოორდინაცია.
- საკანცელარიო, სამეურნეო, და სხვა საჭირო ინვენტარის შესყიდვის ორგანიზება.
- ხელოსნებისა და მომსახურების სპეციალისტების მოძიება, გამოძახება და სამუშაოების კოორდინაცია.
- ოფისებიდან ინვენტარის გადაზიდვის ორგანიზება. ტაქსის მომსახურების მართვა და ორგანიზება.
- შემოსული და გასული წერილების მიღება, რეგისტრაცია, კოდის მინიჭება, ადრესატებისთვის გადანაწილება და არქივირება.
- ელექტრონული ფოსტის მართვა, წერილების გადამისამართება და პასუხების მონიტორინგი.
- დოკუმენტების სკანირება და ციფრულ საქაღალდეებში სისტემატიზაცია.
- საფოსტო და საკურიერო კომპანიებთან კომუნიკაცია, გზავნილების ორგანიზება, რეესტრების მომზადება და ანგარიშ-ფაქტურების შეთანხმება.
- ნოტარიუსებთან, სააღსრულებო ბიუროებთან საგამოძიებო ორგანოებთან და სხვა კონტრაქტორებთან კომუნიკაცია.
- თანამშრომელთა დასწრების პროგრამის კონტროლი, ტაბელების მომზადება და ხელმოწერების ორგანიზება.
- ახალი თანამშრომლებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ხელმოწერის უზრუნველყოფა.
- თანამშრომელთა დაშვების ბარათებისა და კორპორაციული ნომრების შეძენა, რეგისტრაცია და აღრიცხვა.
- შიდა და კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზება.
- სადაზღვევო კომპანიებთან კომუნიკაცია, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, გაგზავნა და შესაბამის პროგრამაში ასახვა.
- ჯარიმების გადამოწმება, პროგრამაში შეყვანა, არქივირება და იურისტებთან/ბუღალტერიასთან კოორდინაცია.
- მიღებული ინვოისებისა და მიღება-ჩაბარების აქტების ხელმოწერის ორგანიზება და ბუღალტერიისთვის დროული მიწოდება.
- შრომის უსაფრთხოების პროცესების ადმინისტრაციული კონტროლი, სპეციალისტების ვიზიტების კოორდინაცია, რეპორტების გადახედვა და თანამშრომელთა ინფორმირება/სწავლება.
- სარეკლამო მასალების შეკვეთა და ფილიალებში განაწილება.
- ხელმძღვანელობის სხვა მიმდინარე ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office, Google Workspace) კარგი ცოდნა.
- აუცილებელი პირობა რუსული და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
- გამართული კომუნიკაციის უნარი.
გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ხელფასს;
- მეგობრულ გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელმისამართზე: Email . წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
MS OfficeGoogle Workspaceრუსული ენაინგლისური ენაორგანიზებულობაკომუნიკაცია