დიზი ლიზინგი-ის ლოგო

ოფისის მენეჯერი

დიზი ლიზინგი
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 8 ოქტ
განაცხადების ვადა: 7 ნოე

საერთაშორისო სალიზინგო კომპანია "დიზი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00

ფუნქციები და მოვალეობები:

  • სათავო ოფისის და ფილიალებისა ყოველდღიური ადმინისტრაციული საჭიროებების კოორდინაცია.
  • საკანცელარიო, სამეურნეო, და სხვა საჭირო ინვენტარის შესყიდვის ორგანიზება.
  • ხელოსნებისა და მომსახურების სპეციალისტების მოძიება, გამოძახება და სამუშაოების კოორდინაცია.
  • ოფისებიდან ინვენტარის გადაზიდვის ორგანიზება. ტაქსის მომსახურების მართვა და ორგანიზება.
  • შემოსული და გასული წერილების მიღება, რეგისტრაცია, კოდის მინიჭება, ადრესატებისთვის გადანაწილება და არქივირება.
  • ელექტრონული ფოსტის მართვა, წერილების გადამისამართება და პასუხების მონიტორინგი.
  • დოკუმენტების სკანირება და ციფრულ საქაღალდეებში სისტემატიზაცია.
  • საფოსტო და საკურიერო კომპანიებთან კომუნიკაცია, გზავნილების ორგანიზება, რეესტრების მომზადება და ანგარიშ-ფაქტურების შეთანხმება.
  • ნოტარიუსებთან, სააღსრულებო ბიუროებთან საგამოძიებო ორგანოებთან და სხვა კონტრაქტორებთან კომუნიკაცია.
  • თანამშრომელთა დასწრების პროგრამის კონტროლი, ტაბელების მომზადება და ხელმოწერების ორგანიზება.
  • ახალი თანამშრომლებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ხელმოწერის უზრუნველყოფა.
  • თანამშრომელთა დაშვების ბარათებისა და კორპორაციული ნომრების შეძენა, რეგისტრაცია და აღრიცხვა.
  • შიდა და კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზება.
  • სადაზღვევო კომპანიებთან კომუნიკაცია, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, გაგზავნა და შესაბამის პროგრამაში ასახვა.
  • ჯარიმების გადამოწმება, პროგრამაში შეყვანა, არქივირება და იურისტებთან/ბუღალტერიასთან კოორდინაცია.
  • მიღებული ინვოისებისა და მიღება-ჩაბარების აქტების ხელმოწერის ორგანიზება და ბუღალტერიისთვის დროული მიწოდება.
  • შრომის უსაფრთხოების პროცესების ადმინისტრაციული კონტროლი, სპეციალისტების ვიზიტების კოორდინაცია, რეპორტების გადახედვა და თანამშრომელთა ინფორმირება/სწავლება.
  • სარეკლამო მასალების შეკვეთა და ფილიალებში განაწილება.
  • ხელმძღვანელობის სხვა მიმდინარე ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office, Google Workspace) კარგი ცოდნა.
  • აუცილებელი პირობა რუსული და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
  • გამართული კომუნიკაციის უნარი.

გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ ხელფასს;
  • მეგობრულ გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელმისამართზე: . წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

MS OfficeGoogle Workspaceრუსული ენაინგლისური ენაორგანიზებულობაკომუნიკაცია