საინვესტიციო პროექტების ანალიზის/შეფასების სამმართ. უფროსი

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია
Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 6 Oct
Application deadline: 15 Oct

სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს საინვესტიციო პროექტების ანალიზისა და შეფასების სამმართველოს უფროსის ვაკანსიაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საინვესტიციო პროექტების ანალიზისა და შეფასების სამმართველოს საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი;
  • საინვესტიციო შესაძლებლობების სისტემური მოძიება და კორპორაციის სტრატეგიასა და მიზნებთან შესაბამისობის პირველადი შეფასება;
  • საინვესტიციო პროექტების ყოვლისმომცველი ანალიზის — ფინანსური, ოპერაციული, სამართლებრივი და ბაზრის — წარმართვა, ზედამხედველობა და კონტროლი;
  • საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების მხარდასაჭერად ანალიტიკური ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება და დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენა;
  • საინვესტიციო ტრანზაქციების მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინაცია და დადგენილ პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • სამმართველოში ანალიზის მეთოდოლოგიის, შეფასების სტანდარტებისა და სამუშაო პროცედურების შემუშავება და განახლება;
  • საინვესტიციო პორტფელის შემოსავლიანობის ანგარიშების მომზადებაზე ზედამხედველობა და ანალიტიკოსის სამუშაოს მართვა;
  • დაქვემდებარებული ანალიტიკოსის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სამუშაოს შეფასება.

განათლება:

  • მაგისტრის ხარისხი ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების, აუდიტის ან სხვა რელევანტური მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინვესტიციების ანალიზის ან კორპორაციული ფინანსების მიმართულებით;
  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
  • ფინანსური მოდელების შექმნის და დამუშავების პრაქტიკული გამოცდილება [პროექტის Discounted Cash Flow-ს მომზადების და NPV, IRR და სხვა შეფასების მეთოდების გამოყენების გამოცდილება];
  • ფინანსური ინსტრუმენტების და ინვესტიციების შეფასების მეთოდოლოგიების ცოდნა;
  • ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
  • მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

უპირატესობა მიენიჭებათ:

  • CFA Level 1 ჩაბარებულ პირებს;
  • საინვესტიციო ფონდებში ან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.

დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საინვესტიციო პროექტების ანალიზისა და შეფასების სამმართველოს უფროსი.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ოქტომბერი .

გისურვებთ წარმატებას!

ფინანსური მოდელირებასაინვესტიციო ანალიზიკორპორაციული ფინანსებიDCFNPVIRRსტრატეგიული აზროვნებაინგლისური ენა