საინვესტიციო პროექტების ანალიზის/შეფასების სამმართ. უფროსი
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციასს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს საინვესტიციო პროექტების ანალიზისა და შეფასების სამმართველოს უფროსის ვაკანსიაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საინვესტიციო პროექტების ანალიზისა და შეფასების სამმართველოს საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი;
- საინვესტიციო შესაძლებლობების სისტემური მოძიება და კორპორაციის სტრატეგიასა და მიზნებთან შესაბამისობის პირველადი შეფასება;
- საინვესტიციო პროექტების ყოვლისმომცველი ანალიზის — ფინანსური, ოპერაციული, სამართლებრივი და ბაზრის — წარმართვა, ზედამხედველობა და კონტროლი;
- საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების მხარდასაჭერად ანალიტიკური ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება და დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენა;
- საინვესტიციო ტრანზაქციების მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინაცია და დადგენილ პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- სამმართველოში ანალიზის მეთოდოლოგიის, შეფასების სტანდარტებისა და სამუშაო პროცედურების შემუშავება და განახლება;
- საინვესტიციო პორტფელის შემოსავლიანობის ანგარიშების მომზადებაზე ზედამხედველობა და ანალიტიკოსის სამუშაოს მართვა;
- დაქვემდებარებული ანალიტიკოსის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სამუშაოს შეფასება.
განათლება:
- მაგისტრის ხარისხი ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების, აუდიტის ან სხვა რელევანტური მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები:
- 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინვესტიციების ანალიზის ან კორპორაციული ფინანსების მიმართულებით;
- 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
- ფინანსური მოდელების შექმნის და დამუშავების პრაქტიკული გამოცდილება [პროექტის Discounted Cash Flow-ს მომზადების და NPV, IRR და სხვა შეფასების მეთოდების გამოყენების გამოცდილება];
- ფინანსური ინსტრუმენტების და ინვესტიციების შეფასების მეთოდოლოგიების ცოდნა;
- ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
- მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
უპირატესობა მიენიჭებათ:
- CFA Level 1 ჩაბარებულ პირებს;
- საინვესტიციო ფონდებში ან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ელ. ფოსტა და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საინვესტიციო პროექტების ანალიზისა და შეფასების სამმართველოს უფროსი.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ოქტომბერი .
გისურვებთ წარმატებას!