უმცროსი ქოფირაითერი
iGaming CompanyWork arrangement: On-site
Employment type: Full-time
Salary: 1000-1200 ₾/month
Published: 29 Sept
Application deadline: 29 Oct
Experience level: Entry level
ჩვენი საერთაშორისო " iGaming " კომპანიის კონტენტის გუნდი ეძებს Junior პოზიციაზე მოტივირებულ, კრეატიულ და იდეებით სავსე გუნდის წევრს, რომელიც შექმნის გამორჩეულ კონტენტს და გააცოცხლებს ბრენდის სათქმელს.
თუ ხარ ღია აზროვნების (open-minded), გიყვარს სიტყვებით თამაში, ადევნებ თვალს თანამედროვე ტრენდებს და გსურს განვითარდე ქოფირაითინგის მიმართულებით, ეს პოზიცია შენთვისაა!
ძირითადი მოვალეობები:
- კრეატიული კონტენტის შექმნა: ორიგინალური და ეფექტური ტექსტების (ქოფების) წერა სხვადასხვა პლატფორმისთვის.
- სამუშაო პროცესის მართვა: საკუთარი თასქების ორგანიზება, დედლაინების დაცვა და კრეატიულ ჯგუფთან მუდმივი კომუნიკაცია იდეების საუკეთესოდ რეალიზებისთვის.
- ტონალობის (Tone of Voice) მორგება: ბრენდის ხასიათის შესაბამისი ტექსტური სტილის შენარჩუნება და სხვადასხვა აუდიტორიაზე მორგებული კონტენტის შექმნა.
მოთხოვნები:
- კრეატიულობა და ღია აზროვნება: უნარი, შეხედო საკითხებს განსხვავებული კუთხით და არ შეგეშინდეს ახალი იდეების ექსპერიმენტირების.
- ინგლისური ენის ცოდნა: ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა - C1 დონე, საერთაშორისო ტრენდების გასაგებად და კონტენტის თავისუფლად დასამუშავებლად.
- მოტივაცია: სურვილი და ენთუზიაზმი, ისწავლო და განვითარდე ციფრული მარკეტინგისა და ქოფირაითინგის სფეროში.
სამუშაო პირობები და გრაფიკი:
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (Full-time), 10:00-19:00.
- სამუშაო ფორმატი: ადგილზე (On-site).
- ანაზღაურება: 1000 - 1200 ლარი (გამოცდილების მიხედვით) + სამომავლოდ მზარდი ხელფასი.
როგორ მოგვმართოთ: დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (და პორტფოლიო/ნამუშევრების ლინკი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემდეგ ელფოსტაზე: Email და Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "Creative Copywriter - Junior".
CopywritingEnglish C1Creative writingDigital MarketingTime management