უმცროსი ქოფირაითერი

iGaming Company
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1000-1200 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 29 სექ
განაცხადების ვადა: 29 ოქტ

ჩვენი საერთაშორისო " iGaming " კომპანიის კონტენტის გუნდი ეძებს Junior პოზიციაზე მოტივირებულ, კრეატიულ და იდეებით სავსე გუნდის წევრს, რომელიც შექმნის გამორჩეულ კონტენტს და გააცოცხლებს ბრენდის სათქმელს.

თუ ხარ ღია აზროვნების (open-minded), გიყვარს სიტყვებით თამაში, ადევნებ თვალს თანამედროვე ტრენდებს და გსურს განვითარდე ქოფირაითინგის მიმართულებით, ეს პოზიცია შენთვისაა!

ძირითადი მოვალეობები:

  • კრეატიული კონტენტის შექმნა: ორიგინალური და ეფექტური ტექსტების (ქოფების) წერა სხვადასხვა პლატფორმისთვის.
  • სამუშაო პროცესის მართვა: საკუთარი თასქების ორგანიზება, დედლაინების დაცვა და კრეატიულ ჯგუფთან მუდმივი კომუნიკაცია იდეების საუკეთესოდ რეალიზებისთვის.
  • ტონალობის (Tone of Voice) მორგება: ბრენდის ხასიათის შესაბამისი ტექსტური სტილის შენარჩუნება და სხვადასხვა აუდიტორიაზე მორგებული კონტენტის შექმნა.

მოთხოვნები:

  • კრეატიულობა და ღია აზროვნება: უნარი, შეხედო საკითხებს განსხვავებული კუთხით და არ შეგეშინდეს ახალი იდეების ექსპერიმენტირების.
  • ინგლისური ენის ცოდნა: ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა - C1 დონე, საერთაშორისო ტრენდების გასაგებად და კონტენტის თავისუფლად დასამუშავებლად.
  • მოტივაცია: სურვილი და ენთუზიაზმი, ისწავლო და განვითარდე ციფრული მარკეტინგისა და ქოფირაითინგის სფეროში.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (Full-time), 10:00-19:00.
  • სამუშაო ფორმატი: ადგილზე (On-site).
  • ანაზღაურება: 1000 - 1200 ლარი (გამოცდილების მიხედვით) + სამომავლოდ მზარდი ხელფასი.

როგორ მოგვმართოთ: დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (და პორტფოლიო/ნამუშევრების ლინკი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემდეგ ელფოსტაზე: და Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "Creative Copywriter - Junior".

CopywritingEnglish C1Creative writingDigital MarketingTime management