ქოლცენტრის ოპერატორი
ჯორჯიან ეარვეისავიაკომპანია შპს "ჯორჯიან ეარვეისი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
-
ავიაკომპანიის მომხმარებელთა სატელეფონო-საინფორმაციო მომსახურება;
-
გამავალი და შემომავალი ზარების განხორციელება;
-
ავიაკომპანიის სხვადასხვა საოპერაციო ფუნქციების შესრულება: ფიზიკური პირების, კორპორაციული მომხმარებლების, მგზავრების მომსახურების, ავიაბილეთების შესყიდვის, ავიარეისების განხორციელებისა და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ა.შ.;
-
ავიაკომპანიის მომხმარებლებთან ელექტრონული კორესპონდენციის ოპერატიული და კვალიფიციური განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა;
-
სამივე ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
-
იტალიური, გერმანული, ესპანური და ფრანგული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
-
კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office, Outlook);
-
სასურველია ავიაციის, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
-
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
-
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
-
დეტალებზე ორიენტირებულობა;
-
კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა.
სამუშაო პირობები:
-
სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით;
-
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართებზე: Email , n.gaiashvili@georgian-airways.com
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.