დიზელ გენერატორის ტექნიკოსი, ბუღალტერი, ელექტრიკოსი
FINEXკომპანია " Finex "-ი აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
1. დიზელ გენერატორის ტექნიკოსის პოზიცია
ვიწვევთ სამუშაოდ პიროვნებებს დიზელ გენერატორის ტექნიკოსის პოზიციაზე
მოთხოვნები:
- სასურველის კანდიდატი იყოს შესაბამისი ტექნიკური განათლებით;
- სავალდებულოა დიზელისა და ბენზინის ძრავებიან გენერატორებთან მუშაობის გამოცდილება;
- კანდიდატი ასევე უნდა შეეძლოს ელექტროობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება;
- კანდიდატი სასურველის ფლობდეს ინგლისურ ენას და შეეძლოს კომპიუტერზე მუშაობა;
- მას უნდა გააჩნდეს მანქანის მართვის მოწმობა/გამოცდილება;
- კანდიდატი უნდა იყოს დისციპლინირებული/კომუნიკაბელური; ასევე პასუხისმგებლობის გრძნობით გამსჭვალული და ორგანიზებული.
- მას უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად მუშაობა, ლოგიკურად და ანალიტიკურად აზროვნება.
- მნიშვნელოვანია კანდიდატის გუნდური მუშაობის, დროის მართვის უნარი. ასევე მისი დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კანდიდატი არ უნდა იყოს ნასამართლები. მოთხოვნის შემთხვევაში მან უნდა წარმოადგინოს ცნობა ნასამართლეობის შესახებ.
- მაღალი გამავლობის საკუთარი ავტომობილის ყოლა განიხილება უპირატესობად.
2. ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესების მართვა;
- საბუღალტრო ოპერაციების პროგრამულად წარმოება და კონტროლი;
- პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და ა.შ) შედგენა, აღრიცხვა, დაარქივება;
- RS.GE-ის მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
- დებიტორულ/კრედიტორული ნაშთების კონტროლი;
ძირითადი მოთხოვნები:
- საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა;
- RS.GE -სთან მუშაობის გამოცდილება;
- ინტერნეტ-ბანკთან მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
3. ელექტრიკოსის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გასვლითი ვიზიტები რეგიონებში, ანაზღაურება: ფიქსირებული (კვალიფიკაციის შესაბამისად, მომატების პერსპექტივით)
განაკვეთი: სრული.
აუცილებელი მოთხოვნები:
- პროფესიული განათლება ენერგეტიკის მიმართულებით და ელექტრიკოსის სერტიფიკატი;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.
თანამდებობრივი ვალდებულებები:
- კომპანიაში არსებული ელექტრო ინფრასტრუქტურის (მათ შორის: დანადგარების, ელ.ძრავების, ელგამანაწილებელი კარადების, მაღალი ძაბვის უჯრედების) უსაფრთხო და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- ელექტრული დაზიანებების აღმოჩენა, აღდგენითი სამუშაოების წარმოება;
- ელ-სისტემების და საველე ტექნიკის ექსპლუატაციის ხარისხის კონტროლი და ხარვეზების დროული გამოვლენა;
- ელექტრული ცალხაზოვანი სქემის წაკითხვის უნარი;
- არსებული ელექტრო გაყვანილობის რემონტი და გეგმური შემოწმება;
- ელექტროენერგიის მოხმარების მონიტორინგი;
- კანონმდებლობით არსებული უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- ელექტროენერგიის გამანაწილებელ/მომწოდებელ კომპანიებთან ურთიერთობა და ინფორმაციის გაცლა;
პიროვნული თვისებები:
- თავაზიანი;
- პასუხისმგებლობიანი;
- მოწესრიგებული;
- ენერგიული;
- შრომისმოყვარე;
- პუნქტუალური.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: Email . ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!