დიზელ გენერატორის ტექნიკოსი, ბუღალტერი, ელექტრიკოსი

FINEX
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 26 აგვ
განაცხადების ვადა: 25 სექ

კომპანია " Finex "-ი აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1. დიზელ გენერატორის ტექნიკოსის პოზიცია

ვიწვევთ სამუშაოდ პიროვნებებს დიზელ გენერატორის ტექნიკოსის პოზიციაზე

მოთხოვნები:

  • სასურველის კანდიდატი იყოს შესაბამისი ტექნიკური განათლებით;
  • სავალდებულოა დიზელისა და ბენზინის ძრავებიან გენერატორებთან მუშაობის გამოცდილება;
  • კანდიდატი ასევე უნდა შეეძლოს ელექტროობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება;
  • კანდიდატი სასურველის ფლობდეს ინგლისურ ენას და შეეძლოს კომპიუტერზე მუშაობა;
  • მას უნდა გააჩნდეს მანქანის მართვის მოწმობა/გამოცდილება;
  • კანდიდატი უნდა იყოს დისციპლინირებული/კომუნიკაბელური; ასევე პასუხისმგებლობის გრძნობით გამსჭვალული და ორგანიზებული.
  • მას უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად მუშაობა, ლოგიკურად და ანალიტიკურად აზროვნება.
  • მნიშვნელოვანია კანდიდატის გუნდური მუშაობის, დროის მართვის უნარი. ასევე მისი დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კანდიდატი არ უნდა იყოს ნასამართლები. მოთხოვნის შემთხვევაში მან უნდა წარმოადგინოს ცნობა ნასამართლეობის შესახებ.
  • მაღალი გამავლობის საკუთარი ავტომობილის ყოლა განიხილება უპირატესობად.

2. ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესების მართვა;
  • საბუღალტრო ოპერაციების პროგრამულად წარმოება და კონტროლი;
  • პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და ა.შ) შედგენა, აღრიცხვა, დაარქივება;
  • RS.GE-ის მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
  • დებიტორულ/კრედიტორული ნაშთების კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

  • საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა;
  • RS.GE -სთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინტერნეტ-ბანკთან მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი

ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი

3. ელექტრიკოსის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გასვლითი ვიზიტები რეგიონებში, ანაზღაურება: ფიქსირებული (კვალიფიკაციის შესაბამისად, მომატების პერსპექტივით)

განაკვეთი: სრული.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • პროფესიული განათლება ენერგეტიკის მიმართულებით და ელექტრიკოსის სერტიფიკატი;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.

თანამდებობრივი ვალდებულებები:

  • კომპანიაში არსებული ელექტრო ინფრასტრუქტურის (მათ შორის: დანადგარების, ელ.ძრავების, ელგამანაწილებელი კარადების, მაღალი ძაბვის უჯრედების) უსაფრთხო და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ელექტრული დაზიანებების აღმოჩენა, აღდგენითი სამუშაოების წარმოება;
  • ელ-სისტემების და საველე ტექნიკის ექსპლუატაციის ხარისხის კონტროლი და ხარვეზების დროული გამოვლენა;
  • ელექტრული ცალხაზოვანი სქემის წაკითხვის უნარი;
  • არსებული ელექტრო გაყვანილობის რემონტი და გეგმური შემოწმება;
  • ელექტროენერგიის მოხმარების მონიტორინგი;
  • კანონმდებლობით არსებული უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  • ელექტროენერგიის გამანაწილებელ/მომწოდებელ კომპანიებთან ურთიერთობა და ინფორმაციის გაცლა;

პიროვნული თვისებები:

  • თავაზიანი;
  • პასუხისმგებლობიანი;
  • მოწესრიგებული;
  • ენერგიული;
  • შრომისმოყვარე;
  • პუნქტუალური.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: . ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

ტექნიკური განათლებაგენერატორებთან მუშაობაელექტროობასაგადასახადო კოდექსიExcelRS.GEელექტრო ინფრასტრუქტურაელექტრიკოსის სერტიფიკატი