დამლაგებელი
ფრილანსერიკავკასიის მედიცინის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილები განკუთვნილია როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული განყოფილებებისთვის.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და შრომისმოყვარე ადამიანებს, რომლებსაც სურთ სტაბილურ სამუშაო გარემოში დასაქმება.
სამუშაო გრაფიკი:
კანდიდატებს ვთავაზობთ რამდენიმე ტიპის სამუშაო გრაფიკს:
* 24-საათიანი მორიგეობა – ყოველ მესამე დღეს (დაახლოებით 13 მორიგეობა თვეში);
* 16-საათიანი მორიგეობა – ყოველ მესამე დღეს;
* დღიური გრაფიკი – 8, 6 ან 5 საათი, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა;
* შაბათ-კვირის გრაფიკი.
ანაზღაურება
1 200 ლარი (დარიცხული – Gross).
ხელფასი ირიცხება საბანკო ანგარიშზე.
ძირითადი მოვალეობები:
სტაციონარული განყოფილება:
* პაციენტების პალატების ყოველდღიური დასუფთავება;
* ნაგვის გატანა დღის განმავლობაში;
* გამოყენებული თეთრეულის გატანა შესაბამის ოთახში და სუფთა თეთრეულის მოტანა;
* პაციენტის გაწერის შემდეგ პალატის, აბაზანისა და იატაკის დასუფთავება;
* დერეფნების დასუფთავება;
* სანიტარული ოთახებისა და ნარჩენების სივრცეების მოწესრიგება;
* საჭიროების შემთხვევაში საწოლის ბორბლების გაწმენდა.
სტაციონარში საშუალოდ 12–14 პალატაა. პაციენტების ღამის დასვენების პერიოდში სამუშაო დატვირთვა შედარებით მცირდება. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 568731687