დამლაგებელი

ფრილანსერი
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 900-1200 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 21 ნოე
ბოლო ვადა: 29 ნოე

კავკასიის მედიცინის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილები განკუთვნილია როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული განყოფილებებისთვის.

ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და შრომისმოყვარე ადამიანებს, რომლებსაც სურთ სტაბილურ სამუშაო გარემოში დასაქმება.

სამუშაო გრაფიკი:

კანდიდატებს ვთავაზობთ რამდენიმე ტიპის სამუშაო გრაფიკს:

* 24-საათიანი მორიგეობა – ყოველ მესამე დღეს (დაახლოებით 13 მორიგეობა თვეში);

* 16-საათიანი მორიგეობა – ყოველ მესამე დღეს;

* დღიური გრაფიკი – 8, 6 ან 5 საათი, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა;

* შაბათ-კვირის გრაფიკი.

ანაზღაურება

1 200 ლარი (დარიცხული – Gross).

ხელფასი ირიცხება საბანკო ანგარიშზე.

ძირითადი მოვალეობები:

სტაციონარული განყოფილება:

* პაციენტების პალატების ყოველდღიური დასუფთავება;

* ნაგვის გატანა დღის განმავლობაში;

* გამოყენებული თეთრეულის გატანა შესაბამის ოთახში და სუფთა თეთრეულის მოტანა;

* პაციენტის გაწერის შემდეგ პალატის, აბაზანისა და იატაკის დასუფთავება;

* დერეფნების დასუფთავება;

* სანიტარული ოთახებისა და ნარჩენების სივრცეების მოწესრიგება;

* საჭიროების შემთხვევაში საწოლის ბორბლების გაწმენდა.

სტაციონარში საშუალოდ 12–14 პალატაა. პაციენტების ღამის დასვენების პერიოდში სამუშაო დატვირთვა შედარებით მცირდება. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 568731687

დასუფთავებასანიტარული ნორმებიჰიგიენის დაცვანარჩენების მართვათეთრეულის მოვლა