მაღაზიის მენეჯერი

MAVA
Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 1 Oct
Application deadline: 31 Oct
Experience level: Experienced

კომპანია MAVA&Co აცხადებს ვაკანსიას მაღაზია New Trend-ის მენეჯერის პოზიციაზე.

MAVA&Co 1998 წლიდან არის პრემიუმ, საერთაშორისო მოდის ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Emporio Armani, Zadig & Voltaire, Armani Exchange და New Trend.

პოზიციის დასახელება: მაღაზიის მენეჯერი

  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
  • სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე, ცვლებში: 11:00 -20:00, 13:00- 22:00
  • ანაზღაურება: შეთანხმებით
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

გთხოვთ, ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს თუ ის არ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს:

აუცილებელი მოთხოვნები:

  • გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ვაკანსია არ არის გათვლილი და არ არის მორგებული სტუდენტებზე; ასაკის ზედა ზღვარი - შეზღუდვის გარეშე;
  • პრემიუმ ბრენდები, საცალო გაყიდვები (ტანსაცმელი/ფეხსაცმელი/აქსესუარი) - მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა;
  • მიმდინარე მოდის ტენდეციების, ვიზუალური მერჩენდაიზინგის და მომსახურეობის მაღალი სტანდარტების ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით;
  • ლიდერული უნარ-ჩვევები, 15-20 თანამშრომლისგან შემდგარი გუნდის მართვა;
  • ძლიერი კომუნიკაციის უნარი და ინგლისური ენის მაღალი დონე, მინიმუ B1;
  • ძლიერი IT უნარები POS პროგრამულ უზრუნველყოფაში (RetailPro) ან Microsoft-ის მსგავს პაკეტში, საჭირო ანგარიშების შექმნის შესაძლებლობა;
  • მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციებისთვის SOP-ების შექმნის ცოდნა და უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიის პერსონალის მართვა;
  • ფილიალის ეფექტურად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვებისა და KPI-ების შესრულების კონტროლი, გაყიდვების კომერციული და საოპერაციო მართვა;
  • პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
  • სწორი მართვის, ზედამხედველობისა და თანამშრომელთა დატრეინინგების საშუალებით დასახული მიზნების მიღწევა;
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატური აღრიცხვა;
  • მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი;
  • ახალი თანამშრომლებისთვის პროდუქციის დეტალური გაცნობა;
  • გაყიდვების ანალიზი და გაყიდვები ზრდის მექანიზმების დანერგვა;
  • სალაროს, მარაგებისა და ნაშთების კონტროლი;
  • მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
  • მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა;
  • სხვა შესაბამისი მოვალეობები, რაც შეიძლება დასჭირდეს კომპანიას.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ - მისამართზე: და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მაღაზიის მენეჯერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმე ფოტოს გარეშე არ განიხილება. ასევე, გთხოვთ რეზიუმეს თან დაურთოთ სამოტივაციო წერილი.

გისურვებთ წარმატებას!

Retail ManagementTeam LeadershipVisual MerchandisingEnglishPOS SoftwareSOP DevelopmentKPI Analysis