მაღაზიის მენეჯერი
MAVAკომპანია MAVA&Co აცხადებს ვაკანსიას მაღაზია New Trend-ის მენეჯერის პოზიციაზე.
MAVA&Co 1998 წლიდან არის პრემიუმ, საერთაშორისო მოდის ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Emporio Armani, Zadig & Voltaire, Armani Exchange და New Trend.
პოზიციის დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
- სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე, ცვლებში: 11:00 -20:00, 13:00- 22:00
- ანაზღაურება: შეთანხმებით
- ჯანმრთელობის დაზღვევა
გთხოვთ, ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს თუ ის არ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს:
აუცილებელი მოთხოვნები:
- გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ვაკანსია არ არის გათვლილი და არ არის მორგებული სტუდენტებზე; ასაკის ზედა ზღვარი - შეზღუდვის გარეშე;
- პრემიუმ ბრენდები, საცალო გაყიდვები (ტანსაცმელი/ფეხსაცმელი/აქსესუარი) - მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა;
- მიმდინარე მოდის ტენდეციების, ვიზუალური მერჩენდაიზინგის და მომსახურეობის მაღალი სტანდარტების ცოდნა;
- უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით;
- ლიდერული უნარ-ჩვევები, 15-20 თანამშრომლისგან შემდგარი გუნდის მართვა;
- ძლიერი კომუნიკაციის უნარი და ინგლისური ენის მაღალი დონე, მინიმუ B1;
- ძლიერი IT უნარები POS პროგრამულ უზრუნველყოფაში (RetailPro) ან Microsoft-ის მსგავს პაკეტში, საჭირო ანგარიშების შექმნის შესაძლებლობა;
- მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციებისთვის SOP-ების შექმნის ცოდნა და უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
- მაღაზიის პერსონალის მართვა;
- ფილიალის ეფექტურად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
- გაყიდვებისა და KPI-ების შესრულების კონტროლი, გაყიდვების კომერციული და საოპერაციო მართვა;
- პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
- სწორი მართვის, ზედამხედველობისა და თანამშრომელთა დატრეინინგების საშუალებით დასახული მიზნების მიღწევა;
- სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატური აღრიცხვა;
- მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი;
- ახალი თანამშრომლებისთვის პროდუქციის დეტალური გაცნობა;
- გაყიდვების ანალიზი და გაყიდვები ზრდის მექანიზმების დანერგვა;
- სალაროს, მარაგებისა და ნაშთების კონტროლი;
- მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
- მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა;
- სხვა შესაბამისი მოვალეობები, რაც შეიძლება დასჭირდეს კომპანიას.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ - მისამართზე: ელ. ფოსტა და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
რეზიუმე ფოტოს გარეშე არ განიხილება. ასევე, გთხოვთ რეზიუმეს თან დაურთოთ სამოტივაციო წერილი.
გისურვებთ წარმატებას!