ოფისის მენეჯერი
საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოსაქართველოს უძრავი ქონების სააგენტო (GREA) - კომპანია რომელიც მართავს მსხვილი დეველოპერული პროექტების გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებას (მათ შორის: "ლისი ტოპოგრაფი", "რუმიქს დეველოპმენტი", "კოორდინატი", "ქრონომეტრი" და სხვა) გუნდში ეძებს ოფისის მენეჯერს , რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება:
-
სტუმრებისა და კლიენტების მიღება და გადამისამართება;
-
ელ-ფოსტისა და კორესპონდენციის მართვა;
-
ამანათებისა და საკურიერო გზავნილების მიღება, გაგზავნა და ადრესატებისთვის გადაცემა;
-
შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
-
მნიშვნელოვან შეხვედრებზე დასწრება, ინფორმაციის ჩანიშვნა და შეჯამება;
-
თანამშრომლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა (სამსახურებრივი ცნობების მომზადება, დოკუმენტების ბეჭდვა/სკანირება, საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფა);
-
თანამშრომლების შვებულებებისა და გაცდენების აღრიცხვა;
-
სადაზღვევო კომპანიასთან კომუნიკაცია (თანამშრომლების დაზღვევის ადმინისტრირება, სიების განახლება);
-
ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება და დაარქივება (მატერიალური და ელექტრონული);
-
საოფისე ინვენტარისა და სახარჯი მასალების შეძენა, აღრიცხვა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
-
კომპანიისთვის საწვავის ლიმიტის შეძენა და ხარჯვის კონტროლი;
-
სერვის-პროვაიდერებთან კომუნიკაცია (დასუფთავება, IT, კომუნალური, ტექნიკური მომსახურება);
-
ინვოისებისა და საოფისე გადახდების ვადების კონტროლი;
-
ახალი თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილის მომზადება;
-
მივლინებებისა და კორპორაციული ღონისძიებების ორგანიზება;
-
კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
-
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლის გამოცდილება;
-
საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Outlook, Google Workspace);
-
ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.
პიროვნული უნარები:
-
ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
-
კომუნიკაბელურობა და კორექტულობა;
-
რამდენიმე დავალების პარალელურად შესრულების უნარი;
-
პასუხისმგებლობა და კონფიდენციალურობის დაცვა.
მდებარეობა: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ N2ბ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:30
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Email და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "GREA"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: Email.
გისურვებთ წარმატებას!
კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე www.grea.ge