მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1500 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 25 სექ
განაცხადების ვადა: 25 ოქტ

საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო (GREA) - კომპანია რომელიც მართავს მსხვილი დეველოპერული პროექტების გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებას (მათ შორის: "ლისი ტოპოგრაფი", "რუმიქს დეველოპმენტი", "კოორდინატი", "ქრონომეტრი" და სხვა) გუნდში ეძებს ოფისის მენეჯერს , რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება:

  • სტუმრებისა და კლიენტების მიღება და გადამისამართება;
  • ელ-ფოსტისა და კორესპონდენციის მართვა;
  • ამანათებისა და საკურიერო გზავნილების მიღება, გაგზავნა და ადრესატებისთვის გადაცემა;
  • შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • მნიშვნელოვან შეხვედრებზე დასწრება, ინფორმაციის ჩანიშვნა და შეჯამება;
  • თანამშრომლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა (სამსახურებრივი ცნობების მომზადება, დოკუმენტების ბეჭდვა/სკანირება, საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფა);
  • თანამშრომლების შვებულებებისა და გაცდენების აღრიცხვა;
  • სადაზღვევო კომპანიასთან კომუნიკაცია (თანამშრომლების დაზღვევის ადმინისტრირება, სიების განახლება);
  • ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება და დაარქივება (მატერიალური და ელექტრონული);
  • საოფისე ინვენტარისა და სახარჯი მასალების შეძენა, აღრიცხვა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • კომპანიისთვის საწვავის ლიმიტის შეძენა და ხარჯვის კონტროლი;
  • სერვის-პროვაიდერებთან კომუნიკაცია (დასუფთავება, IT, კომუნალური, ტექნიკური მომსახურება);
  • ინვოისებისა და საოფისე გადახდების ვადების კონტროლი;
  • ახალი თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილის მომზადება;
  • მივლინებებისა და კორპორაციული ღონისძიებების ორგანიზება;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Outlook, Google Workspace);
  • ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.

პიროვნული უნარები:

  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა და კორექტულობა;
  • რამდენიმე დავალების პარალელურად შესრულების უნარი;
  • პასუხისმგებლობა და კონფიდენციალურობის დაცვა.

მდებარეობა: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ N2ბ

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:30

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "GREA"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: .

გისურვებთ წარმატებას!

კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე www.grea.ge

MS WordExcelOutlookGoogle Workspaceორგანიზებულობაკომუნიკაცია