მძღოლ-ექსპედიტორი/მომმარაგებელი
თაბუკასადისტრიბუციო კომპანია თაბუკა რომელიც ბაზარზე ოპერირებს 2005 წლიდან ახორციელებს ევროპული ტკბილეულის, ჩაის და სნექების დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით - აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის/მომმარაგებლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, გუდვილის მიმდებარედ, მიმდინარე წლის აგვისტოს თვის შვებულებით. კომპანიის მიერ იმპორტირებული პროდუქცია არის მსუბუქი.
ფუნქცია-მოვალეობები:
-
საწყობის თანამშრომელთან ერთად პროდუქციის გადამოწმება/მითვლა და ავტოტრანსპორტში ჩალაგება.
-
ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით.
-
პროდუქციის ობიექტებზე მიტანა და ზედნადების საფუძველზე გადაცემა.
-
ავტოტრანსპორტის მოვლა და ტექნიკური გამართულობის მიზნით დროულად რეაგირება სარემონტო პროფილაქტიკაში შეკეთებით.
-
უკან დასაბრუნებელი პროდუქციის მითვლა და მოტანა.
ძირითადი მოთხოვნები:
-
აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა, სასურველია C კატეგორიის ქონაც.
-
სატვირთო (მაცივარი მარშუტკის ტიპის) ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება
-
სასურველია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
-
პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისგმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი
-
გამართული კომუნიკაციის უნარი
გთავაზობთ:
-
ანაზღაურება 1700 - 2000 ლარი + ტრანსპორტირება + დაზღვევა
-
ხელფასის ზრდის პერსპექტივას
-
მეგობრულ გარემოს
-
სტაბილურ ანაზღაურებას და ბონუსებს
-
სამედიცინო დაზღვევას
-
კეთილმოწყობილ სამუშაო სივრცეს
-
სამუშაო დღეები და საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
-
(10:00 დან 18:00 საათამდე)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე/CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: Email და გთხოვთ აუცილებლად სათაურის ველში "subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი-ექსპედიტორი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV ვერ განიხილება. გისურვებთ წარმატებას!
შპს "თაბუკა" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.