მძღოლ-ექსპედიტორი/მომმარაგებელი

თაბუკა
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1700-2000 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 23 სექ
განაცხადების ვადა: 23 ოქტ

სადისტრიბუციო კომპანია თაბუკა რომელიც ბაზარზე ოპერირებს 2005 წლიდან ახორციელებს ევროპული ტკბილეულის, ჩაის და სნექების დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით - აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის/მომმარაგებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, გუდვილის მიმდებარედ, მიმდინარე წლის აგვისტოს თვის შვებულებით. კომპანიის მიერ იმპორტირებული პროდუქცია არის მსუბუქი.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საწყობის თანამშრომელთან ერთად პროდუქციის გადამოწმება/მითვლა და ავტოტრანსპორტში ჩალაგება.
  • ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით.
  • პროდუქციის ობიექტებზე მიტანა და ზედნადების საფუძველზე გადაცემა.
  • ავტოტრანსპორტის მოვლა და ტექნიკური გამართულობის მიზნით დროულად რეაგირება სარემონტო პროფილაქტიკაში შეკეთებით.
  • უკან დასაბრუნებელი პროდუქციის მითვლა და მოტანა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა, სასურველია C კატეგორიის ქონაც.
  • სატვირთო (მაცივარი მარშუტკის ტიპის) ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება
  • სასურველია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისგმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი
  • გამართული კომუნიკაციის უნარი

გთავაზობთ:

  • ანაზღაურება 1700 - 2000 ლარი + ტრანსპორტირება + დაზღვევა
  • ხელფასის ზრდის პერსპექტივას
  • მეგობრულ გარემოს
  • სტაბილურ ანაზღაურებას და ბონუსებს
  • სამედიცინო დაზღვევას
  • კეთილმოწყობილ სამუშაო სივრცეს
  • სამუშაო დღეები და საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • (10:00 დან 18:00 საათამდე)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე/CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: და გთხოვთ აუცილებლად სათაურის ველში "subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი-ექსპედიტორი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV ვერ განიხილება. გისურვებთ წარმატებას!

შპს "თაბუკა" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

B კატეგორიის მართვის მოწმობასატვირთო ავტომობილის მართვაპუნქტუალურობაორგანიზებულობაგუნდური მუშაობა