საერთაშორისო/ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერი

ჯი პი პი
Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Salary: 3500-4500 ₾/month
Published: 1 Oct
Application deadline: 30 Oct

შპს " ჯი პი პი " (Georgian Poultry Production - GPP) 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე "ნოსტე"-ს ბრენდის სახელით. იგი სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ კი მეფრინველეობაში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს.

შპს "ჯი პი პი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო/ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარების პერსპექტივა;

  • კონკურენტული ანაზღაურება;

  • კომფორტული და სტაბილური სამუშაო გარემო;

  • თანამშრომლობა კვალიფიციურ გუნდთან;

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;

  • FitPass;

სამუშაოს აღწერა:

  • ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის შესწავლა, ასორტიმენტის შესწავლა და მათი უპირატესობების განსაზღვრა;

  • მომწოდებლებისა და პროდუქციის მოძიება, მომსახურების ფასსა და თანამშრომლობის პირობებზე, მათ შორის გადახდის პირობებზე, მოლაპარაკება და დადგენილი გრაფიკის გათვალისწინებით გადარიცხვების მონიტორინგი;

  • საქონლისა და მომსახურების შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ორგანიზაციის საჭიროებების შესაბამისად;

  • მომწოდებლებთან ხელშეკრულებების/ინვოისების, საგადახდო დავალებების ფორმირებაზე მუდმივი კონტროლი;

  • შესყიდული პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;

  • შესაბამისი პირებისთვის პროდუქციის მიღების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;

  • მომწოდებლისთვის წუნდებული პროდუქციის ან/და დოკუმენტაციის ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათთან კომუნიკაცია;

  • შესყიდვების პროცესების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების შედგენა და მენეჯმენტისთვის რეკომენდაციების მიწოდება;

  • სეგმენტის ანალიზი და რეპორტინგი, კონკურენტების ფასისა და ხარისხის შედარება;

  • ფასების ანალიზი და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;

  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან/და სხვა მსგავსი მიმართულებით

  • გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

  • MS Office პროგრამების ცოდნა;

  • ენები: რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;

  • ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარები;

  • მაღალი მოტივაცია;

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • პროფესიულ განვითარებაზე ორიენტაცია;

  • ორგანიზებულობა;

  • დეტალებზე ფოკუსირება;

  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

  • დროის მართვა;

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 სთ-18:00 სთ

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვერა

  • ანაზღაურება: 3500-4500 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად)

დამატებითი ინფორმაცია:

  • საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების გადარჩევის შედეგად დავუკავშირდებით მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებს

  • შერჩევის მეორე ეტაპზე მოხდება გასაუბრება

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 ოქტომბერი, 2026 წ .

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: , ასევე გთხოვთ მეილის "Subject" ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საერთაშორისო/ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერი".

შპს "ჯი პი პი" (Georgian Poultry Production - GPP) მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

შესყიდვების მენეჯმენტიმოლაპარაკებების წარმოებაMS Officeინგლისური ენარუსული ენაანალიტიკური აზროვნებადროის მართვა