საერთაშორისო/ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერი
ჯი პი პიშპს " ჯი პი პი " (Georgian Poultry Production - GPP) 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე "ნოსტე"-ს ბრენდის სახელით. იგი სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ კი მეფრინველეობაში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს.
შპს "ჯი პი პი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო/ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
-
პროფესიული განვითარების პერსპექტივა;
-
კონკურენტული ანაზღაურება;
-
კომფორტული და სტაბილური სამუშაო გარემო;
-
თანამშრომლობა კვალიფიციურ გუნდთან;
-
ჯანმრთელობის დაზღვევა;
-
FitPass;
სამუშაოს აღწერა:
-
ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის შესწავლა, ასორტიმენტის შესწავლა და მათი უპირატესობების განსაზღვრა;
-
მომწოდებლებისა და პროდუქციის მოძიება, მომსახურების ფასსა და თანამშრომლობის პირობებზე, მათ შორის გადახდის პირობებზე, მოლაპარაკება და დადგენილი გრაფიკის გათვალისწინებით გადარიცხვების მონიტორინგი;
-
საქონლისა და მომსახურების შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ორგანიზაციის საჭიროებების შესაბამისად;
-
მომწოდებლებთან ხელშეკრულებების/ინვოისების, საგადახდო დავალებების ფორმირებაზე მუდმივი კონტროლი;
-
შესყიდული პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
-
შესაბამისი პირებისთვის პროდუქციის მიღების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
-
შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
-
მომწოდებლისთვის წუნდებული პროდუქციის ან/და დოკუმენტაციის ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათთან კომუნიკაცია;
-
შესყიდვების პროცესების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების შედგენა და მენეჯმენტისთვის რეკომენდაციების მიწოდება;
-
სეგმენტის ანალიზი და რეპორტინგი, კონკურენტების ფასისა და ხარისხის შედარება;
-
ფასების ანალიზი და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
-
საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
ძირითადი მოთხოვნები:
-
უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან/და სხვა მსგავსი მიმართულებით
-
გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
-
MS Office პროგრამების ცოდნა;
-
ენები: რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები:
-
ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
-
ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარები;
-
მაღალი მოტივაცია;
-
პასუხისმგებლობის გრძნობა;
-
პროფესიულ განვითარებაზე ორიენტაცია;
-
ორგანიზებულობა;
-
დეტალებზე ფოკუსირება;
-
გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
-
დროის მართვა;
სამუშაო პირობები:
-
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 სთ-18:00 სთ
-
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვერა
-
ანაზღაურება: 3500-4500 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად)
დამატებითი ინფორმაცია:
-
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების გადარჩევის შედეგად დავუკავშირდებით მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებს
-
შერჩევის მეორე ეტაპზე მოხდება გასაუბრება
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 ოქტომბერი, 2026 წ .
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: ელ. ფოსტა , ასევე გთხოვთ მეილის "Subject" ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საერთაშორისო/ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერი".
შპს "ჯი პი პი" (Georgian Poultry Production - GPP) მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!