სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა logo

სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერი

სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 24 Aug
Application deadline: 23 Sept

კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება/ ეკონომიკა/იურიდიული მიმართულება);
  • პრიორიტეტულია მუშაობის გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით;
  • სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • პრიორიტეტულია უცხო ენების ცოდნა - ინგლისური, რუსული;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სახელმწიფო შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება-კოორდინაცია, წარმართვა და შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე, სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერების ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
  • "სპეციალური წესით საქონლის შესყიდვის კომისიისა და კომისიის აპარატის" გადაწყვეტილების საფუძველზე, სათანადო დოკუმენტაციის მომზადება;
  • ბაზრის კვლევა და მისი ანალიზი, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგება;
  • სატენდერო/საკონკურსო პროცედურების წარმართვაში მონაწილეობის მიღება, ოქმების მომზადება და ა.შ
  • სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება (მოხსენებითი ბარათი, წერილი და ა.შ);
  • ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • კომუნიკაბელური;
  • დისციპლინირებული/პუნქტუალური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს;
  • სამუშაო საათები: 09:00-18:00 / (1 საათი შესვენება);
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი / კვირაში 5 დღე;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: , ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122, 2026 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

სახელმწიფო შესყიდვებისამართლებრივი კანონმდებლობაანალიტიკური აზროვნებასაოფისე პროგრამებიდოკუმენტაციის მომზადებაბაზრის კვლევაკომუნიკაცია