სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერი
სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 24 აგვ
განაცხადების ვადა: 23 სექ
გამოცდილების დონე: საშუალო
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, ქ. თბილისში.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება/ ეკონომიკა/იურიდიული მიმართულება);
- პრიორიტეტულია მუშაობის გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით;
- სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება;
- პრიორიტეტულია უცხო ენების ცოდნა - ინგლისური, რუსული;
- საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სახელმწიფო შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება-კოორდინაცია, წარმართვა და შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე, სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერების ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
- "სპეციალური წესით საქონლის შესყიდვის კომისიისა და კომისიის აპარატის" გადაწყვეტილების საფუძველზე, სათანადო დოკუმენტაციის მომზადება;
- ბაზრის კვლევა და მისი ანალიზი, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგება;
- სატენდერო/საკონკურსო პროცედურების წარმართვაში მონაწილეობის მიღება, ოქმების მომზადება და ა.შ
- სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება (მოხსენებითი ბარათი, წერილი და ა.შ);
- ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა;
- უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- კომუნიკაბელური;
- დისციპლინირებული/პუნქტუალური;
- დეტალებზე ორიენტირებული;
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს;
- სამუშაო საათები: 09:00-18:00 / (1 საათი შესვენება);
- სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი / კვირაში 5 დღე;
- ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ელ. ფოსტა , ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122, 2026 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
სახელმწიფო შესყიდვებისამართლებრივი კანონმდებლობაანალიტიკური აზროვნებასაოფისე პროგრამებიდოკუმენტაციის მომზადებაბაზრის კვლევაკომუნიკაცია