ურბანული განვითარების დეპარტამენტის კონსულტანტი
სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოფუნქციები:
-სარეკრეაციო ტერიტორიებზე ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავებისათვის დავალების მომზადება;
-განაშენიანების დეტალურ გეგმებთან დაკავშირებით საექსპერტო დასკვნების შედგენა;
-საბაზისო კვლევების, მათ შორის დოკუმენტური კვლევების წარმოება;
-ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია - წარმოდგენილი მასალის განხილვა, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ასევე დარგობრივ სტანდარტებთან, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსურ მოთხოვნებთან. ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
-ქალაქთმშენებლობითი დასკვნის მომზადება კანომდებლობის მოთხოვნების, მოქმედი სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი გეგმებისა და საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიის მახასიათებლების გაანალიზების საფუძველზე.
-მოქალაქეებისათვის როგორც სატელეფონო ასევე მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტოში საკონსულტაციო მომსახურების გაწევა მიწის ნაკვეთებთან ან/და გეგმარებით ერთეულებთან ასევე სხვა ურბანულ საკითხებთან დაკავშირებით;
-ქალაქგეგმარებით და ურბანული გზამკვლევებისა და სტანდარტების შემუშავება;
-Archicad და AutoCAD ფაილებში დოკუმენტაციის დამუშავება, საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი მასალის ArcGIS მონაცემთა ბაზებში დამუშავება და წერილებზე დანართების მომზადება;
-მიმდინარე საკითხებზე მუშაობა;
-კომპეტენციის გათვალისწინებით უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოს შესრულება.
---
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი;საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესი“საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებით დამტკიცებული „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 9 ივნისის №1-1/249 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დებულება.საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 ივნისის №280 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, შესაბამისი საფასურების განაკვეთების, საფასურების გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესი“„შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 18 დეკემბრის №547 დადგენილება.
---
დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულოა:
- სივრცითი/ურბანული დაგეგმვის მიმართულებებით ან/და არქიტექტურულ/სივრცით/ურბანულ საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
---
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია:
- სავალდებულოა აიტვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად;
- სავალდებულოა აიტვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საბუთები წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
---
კატეგორია: ურბანული
ხელფასი: 4480 ლარი
ლოკაცია: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ადგილების რაოდენობა: 1
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
მინიმალური განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური - - B1 - - B1
კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word - - კარგი; Microsoft Office Excel - - კარგი; Microsoft Office PowerPoint - - კარგი; Microsoft Office Outlook - - კარგი
კონკურსის ეტაპები: ზეპირი დავალება; გასაუბრება