სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო-ის ლოგო

ურბანული განვითარების დეპარტამენტის კონსულტანტი

სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 4480 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 14 ოქტ
განაცხადების ვადა: 18 ოქტ

ფუნქციები:
-სარეკრეაციო ტერიტორიებზე ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავებისათვის დავალების მომზადება;
-განაშენიანების დეტალურ გეგმებთან დაკავშირებით საექსპერტო დასკვნების შედგენა;
-საბაზისო კვლევების, მათ შორის დოკუმენტური კვლევების წარმოება;
-ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია - წარმოდგენილი მასალის განხილვა, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ასევე დარგობრივ სტანდარტებთან, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსურ მოთხოვნებთან. ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
-ქალაქთმშენებლობითი დასკვნის მომზადება კანომდებლობის მოთხოვნების, მოქმედი სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი გეგმებისა და საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიის მახასიათებლების გაანალიზების საფუძველზე.
-მოქალაქეებისათვის როგორც სატელეფონო ასევე მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტოში საკონსულტაციო მომსახურების გაწევა მიწის ნაკვეთებთან ან/და გეგმარებით ერთეულებთან ასევე სხვა ურბანულ საკითხებთან დაკავშირებით;
-ქალაქგეგმარებით და ურბანული გზამკვლევებისა და სტანდარტების შემუშავება;
-Archicad და AutoCAD ფაილებში დოკუმენტაციის დამუშავება, საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი მასალის ArcGIS მონაცემთა ბაზებში დამუშავება და წერილებზე დანართების მომზადება;
-მიმდინარე საკითხებზე მუშაობა;
-კომპეტენციის გათვალისწინებით უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოს შესრულება.

---

საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი;საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესი“საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებით დამტკიცებული  „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 9 ივნისის №1-1/249 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დებულება.საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 ივნისის №280 დადგენილებით დამტკიცებული  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, შესაბამისი საფასურების განაკვეთების, საფასურების გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესი“„შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 18 დეკემბრის №547 დადგენილება.

---

დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულოა:

  • სივრცითი/ურბანული დაგეგმვის მიმართულებებით ან/და არქიტექტურულ/სივრცით/ურბანულ საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

---

დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია:

  • სავალდებულოა აიტვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად;
  • სავალდებულოა აიტვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საბუთები წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);

---

კატეგორია: ურბანული
ხელფასი: 4480 ლარი
ლოკაცია: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ადგილების რაოდენობა: 1
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
მინიმალური განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური - - B1 - - B1
კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word - - კარგი; Microsoft Office Excel - - კარგი; Microsoft Office PowerPoint - - კარგი; Microsoft Office Outlook - - კარგი
კონკურსის ეტაპები: ზეპირი დავალება; გასაუბრება

ArchicadAutoCADArcGISურბანული დაგეგმვაარქიტექტურაMicrosoft Office