კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
Intco Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Salary: 1300-2600 ₾/month
Published: 27 Aug
Application deadline: 26 Sept
Experience level: Mid level
სამედიცინო სფეროში მოქმედი, განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია " Intco " აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ აქტიურ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ახალი კლიენტების მოძიება, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მოლაპარაკება და საქმიანი ურთიერთობების გრძელვადიან პარტნიორობად გარდაქმნა.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კორპორატიული კლიენტებისა და პარტნიორების მოძიება;
- პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება;
- კლიენტის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
- პროდუქციისა და თანამშრომლობის პირობების პრეზენტაცია;
- კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმებების გაფორმება;
- არსებული კლიენტების განვითარება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება;
- გაყიდვების პროცესის მართვა — პირველი კონტაქტიდან გარიგების დასრულებამდე;
- რეგულარული follow-up და გაყიდვების გეგმის შესრულება;
- ბაზარზე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და შესაბამისი ინიციატივების შეთავაზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება B2B, კორპორატიულ ან აქტიურ გაყიდვებში;
- მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები;
- ახალი კლიენტების მოძიებისა და საქმიანი ურთიერთობების განვითარების გამოცდილება;
- შედეგზე ორიენტირებულობა, ინიციატივიანობა და პასუხისმგებლობა;
- სამუშაო პროცესის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და მართვის უნარი;
- გამართული კომუნიკაცია და საქმიანი ეთიკის დაცვა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას — 1300 ლარიდან , გამოცდილების შესაბამისად;
- გაყიდვების შედეგებზე დაფუძნებულ მიმზიდველ და მზარდ ბონუსს. წარმატებული გაყიდვის მენეჯერის მინიმალური ბონუსი - ხელფასის ტოლია.
- ანაზღაურებად გამოსაცდელ პერიოდს;
- პროფესიულ სწავლებასა და მუდმივი განვითარების შესაძლებლობას;
- რეალურ კარიერულ და ფინანსურ ზრდას;
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
- საინტერესო პროდუქტებსა და მრავალფეროვან ბიზნესპროექტებზე მუშაობას.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
- სამუშაო საათები: 10:00-18:00;
- სამუშაო ადგილი: თბილისი.
თუ გიყვართ გაყიდვები, მოლაპარაკებები და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV: Email
განაცხადების განხილვა მოხდება კონფიდენციალურად. შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრებისთვის თავად დავუკავშირდებით.
გელოდებით გასაუბრებაზე — შესაძლოა, ეს იყოს თქვენი კარიერული განვითარების ახალი ეტაპი!
B2B გაყიდვებიმოლაპარაკებებიპრეზენტაციის უნარებისაოფისე პროგრამებიკომუნიკაციაშედეგზე ორიენტირებულობა