კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

Intco
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1300-2600 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 27 აგვ
განაცხადების ვადა: 26 სექ
გამოცდილების დონე: საშუალო

სამედიცინო სფეროში მოქმედი, განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია " Intco " აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ აქტიურ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ახალი კლიენტების მოძიება, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მოლაპარაკება და საქმიანი ურთიერთობების გრძელვადიან პარტნიორობად გარდაქმნა.

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი კორპორატიული კლიენტებისა და პარტნიორების მოძიება;
  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება;
  • კლიენტის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
  • პროდუქციისა და თანამშრომლობის პირობების პრეზენტაცია;
  • კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმებების გაფორმება;
  • არსებული კლიენტების განვითარება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება;
  • გაყიდვების პროცესის მართვა — პირველი კონტაქტიდან გარიგების დასრულებამდე;
  • რეგულარული follow-up და გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • ბაზარზე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და შესაბამისი ინიციატივების შეთავაზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება B2B, კორპორატიულ ან აქტიურ გაყიდვებში;
  • მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები;
  • ახალი კლიენტების მოძიებისა და საქმიანი ურთიერთობების განვითარების გამოცდილება;
  • შედეგზე ორიენტირებულობა, ინიციატივიანობა და პასუხისმგებლობა;
  • სამუშაო პროცესის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და მართვის უნარი;
  • გამართული კომუნიკაცია და საქმიანი ეთიკის დაცვა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ ანაზღაურებას — 1300 ლარიდან , გამოცდილების შესაბამისად;
  • გაყიდვების შედეგებზე დაფუძნებულ მიმზიდველ და მზარდ ბონუსს. წარმატებული გაყიდვის მენეჯერის მინიმალური ბონუსი - ხელფასის ტოლია.
  • ანაზღაურებად გამოსაცდელ პერიოდს;
  • პროფესიულ სწავლებასა და მუდმივი განვითარების შესაძლებლობას;
  • რეალურ კარიერულ და ფინანსურ ზრდას;
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
  • საინტერესო პროდუქტებსა და მრავალფეროვან ბიზნესპროექტებზე მუშაობას.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
  • სამუშაო საათები: 10:00-18:00;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი.

თუ გიყვართ გაყიდვები, მოლაპარაკებები და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV:

განაცხადების განხილვა მოხდება კონფიდენციალურად. შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრებისთვის თავად დავუკავშირდებით.

გელოდებით გასაუბრებაზე — შესაძლოა, ეს იყოს თქვენი კარიერული განვითარების ახალი ეტაპი!

B2B გაყიდვებიმოლაპარაკებებიპრეზენტაციის უნარებისაოფისე პროგრამებიკომუნიკაციაშედეგზე ორიენტირებულობა