Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 29 Sept
Application deadline: 29 Oct
Experience level: Mid level

"ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი" ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

პროგრესის ამერიკული სკოლები 2002 წლიდან ქმნის განათლების თანამედროვე სტანდარტს საქართველოს 3 ქალაქში: ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში.

ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში ქართული და ამერიკული განათლება ერთიანდება - College Board-ის ავტორიზაციითა და Cognia (AdvancED)-ის აკრედიტაციით.

გახდი პროგრესის საერთაშორისო გუნდის წევრი და შეიტანე შენი წვლილი მომავლის ლიდერების განათლებაში!

თანამდებობის დასახელება: ისტის მასწავლებელი (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამა)

სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ.N39.

გრაფიკი თითოეულ პოზიციაზე: არასრული

ყოველთვიური ანაზღაურება: შეთანხმებით.

საკონკურსო მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი (მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი შესაბამისი დარგის მიმართულებით);
  • სასურველია პროგრამირების ერთ-ერთი ენის ცოდნა;
  • ინგლისურენოვან პროგრამაზე მუშაობის შემთხვევაში - ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე;
  • ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და პასუხისმგებლობის მაღალი უნარი.
  • უპირატესობა მიენიჭება სასკოლო გარემოში და მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • თანასწორობის პრინციპებზე აგებული ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემო შექმნაზე ზრუნვა;
  • ისტ-ის საგნის სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმისა და სკოლის სტანდარტების შესაბამისად;
  • სასწავლო პროცესის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება;
  • თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სწავლების მეთოდების გამოყენება;
  • მოსწავლეთა აკადემიური პროგრესის შეფასება და უკუკავშირის მიწოდება;
  • სასკოლო პროექტებსა და პროფესიული განვითარების აქტივობებში მონაწილეობა.
  • კეთილგანწყობილი, მოსწავლეთა მამოტივირებელი გარემოს ორგანიზება უნივერსალური დიზაინის პრინციპების შესაბამისად;
  • ყველა მოსწავლის (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (შემდგომში - სსსმ) მოსწავლეების) ჩართვა სასწავლო პროცესში;
  • კულტურული მრავალფეროვნების, დემოკრატიის, სამართლიანობის, კანონის უზენაესობის აღიარება და პატივისცემა;
  • კლასის მართვის ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენება;
  • მოსწავლეების თვითრეგულირებადი ქცევის წახალისება;
  • მოსწავლეებში მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა;
  • მოსწავლეებთან კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგიების ფლობა და გამოყენება;
  • მოსწავლეებისთვის თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის შესაძლებლობის მიცემა;
  • მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების განვითარების ხელშეწყობა;
  • კონფლიქტის პრევენციისა და მოგვარების ეფექტიანი სტრატეგიების ცოდნა და გამოყენება;
  • სასწავლო პროცესის დაგეგმვისას კონსტრუქტივიზმის ძირითადი პრინციპებისა და დიფერენცირებული მიდგომების გათვალისწინება;
  • კლასგარეშე (ექსტრაკურიკულარული)/არაფორმალური აქტივობების დაგეგმვა მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით;
  • სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება და ციფრული მოქალაქეობის პრინციპების გათვალისწინება;
  • სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინება.
  • სასწავლო წლის დასაწყისში, თვითშეფასების საფუძველზე საგნობრივი სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) შედგენა;
  • საგნობრივი სასწავლო გეგმის თითოეული თემის ფარგლებში სასწავლო პროცესის წარმართვა და განხორციელებული საქმიანობის რეფლექსია (თვითშეფასება);
  • თითოეული თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებული თვითშეფასების/შეფასების და საგაკვეთილო დაკვირვების/დაკვირვებების შედეგების ანალიზის საფუძველზე პროფესიული საჭიროებების გამოკვეთა და საგნობრივი სასწავლო გეგმის განვითარების დინამიკის უზრუნველყოფა
  • ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, საჭიროებებიდან გამომდინარე, სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ან დადგენილი წესის შესაბამისად აღიარებული ტრენინგკურსის/კურსების გავლა- 20 საკონტაქტო საათი;
  • სასწავლო პროცესში სხვადასხვა დონის კურიკულუმების გამოყენება და მოდიფიცირება გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების, ასევე მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით;
  • მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების მიზნით შესაბამისი მრავალფეროვანი ინტერაქციული სტრატეგიების გამოყენება;
  • მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების (დაგეგმვა, მონიტორინგი, შეფასება) განვითარებასა და სწავლის ეფექტიანი სტრატეგიების დაუფლებაზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება;
  • თითოეული მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული სტრატეგიების გამოყენება;
  • მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების (მაგ., საგნობრივი წრეები/კლუბები, სპორტული, სახელოვნებო ღონისძიებები და სხვ.) განხორციელება.
  • მრავალფეროვანი, სასწავლო მიზნის შესაბამისი, სკოლაში და სკოლის გარეთ არსებული რესურსების ადაპტირება და ეფექტიანი გამოყენება;
  • მოსწავლეებისათვის სასწავლო რესურსის თანაბარი ხელმისაწვდომობა და უსაფრთხო გამოყენება;
  • სასწავლო მიზნისა და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, სასწავლო რესურსის მოძიება ან/და მომზადება მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვით;
  • მოსწავლეთა შეფასებისას შეფასების ძირითად პრინციპებზე ორიენტირება;
  • სასწავლო მიზნის შესაბამისი შეფასების ფორმების გამოყენება;
  • ეფექტიანი განმავითარებელი შეფასების/უკუკავშირის მიწოდება;
  • მოსწავლეთა შეფასების შედეგების ანალიზი ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით და სასწავლო პროცესის დაგეგმვა მასზე დაფუძნებით;
  • მოსწავლეთა შედეგების შეფასების მრავალფეროვანი სტრატეგიების/ინსტრუმენტების გამოყენება.
  • მოსწავლეთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და ქცევის შესახებ უკუკავშირის მიწოდებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის მიზნით;
  • მოსწავლეთა მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობას;
  • კოლეგებთან თანამშრომლობას თვითგანვითარებისა და ურთიერთგანვითარების მიზნით, მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად;
  • მოსწავლეთა ჩართვა ისეთ აქტივობებში, რომლებიც ზრდის სკოლისადმი მათი მიკუთვნებულობის განცდას;
  • თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: . Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ შესაბამისი დარგის ვაკანსიის დასახელება: " ისტ-ის მასწავლებელი ", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 12 ოქტომბერი .

ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.

თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

ICT სწავლებაპროგრამირებაინგლისური ენაკომუნიკაციაგუნდური მუშაობაკლასის მართვაინკლუზიური განათლება