ისტის მასწავლებელი
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი"ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი" ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
პროგრესის ამერიკული სკოლები 2002 წლიდან ქმნის განათლების თანამედროვე სტანდარტს საქართველოს 3 ქალაქში: ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში.
ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში ქართული და ამერიკული განათლება ერთიანდება - College Board-ის ავტორიზაციითა და Cognia (AdvancED)-ის აკრედიტაციით.
გახდი პროგრესის საერთაშორისო გუნდის წევრი და შეიტანე შენი წვლილი მომავლის ლიდერების განათლებაში!
თანამდებობის დასახელება: ისტის მასწავლებელი (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამა)
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ.N39.
გრაფიკი თითოეულ პოზიციაზე: არასრული
ყოველთვიური ანაზღაურება: შეთანხმებით.
საკონკურსო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი (მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი შესაბამისი დარგის მიმართულებით);
- სასურველია პროგრამირების ერთ-ერთი ენის ცოდნა;
- ინგლისურენოვან პროგრამაზე მუშაობის შემთხვევაში - ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე;
- ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და პასუხისმგებლობის მაღალი უნარი.
- უპირატესობა მიენიჭება სასკოლო გარემოში და მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- თანასწორობის პრინციპებზე აგებული ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემო შექმნაზე ზრუნვა;
- ისტ-ის საგნის სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმისა და სკოლის სტანდარტების შესაბამისად;
- სასწავლო პროცესის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება;
- თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სწავლების მეთოდების გამოყენება;
- მოსწავლეთა აკადემიური პროგრესის შეფასება და უკუკავშირის მიწოდება;
- სასკოლო პროექტებსა და პროფესიული განვითარების აქტივობებში მონაწილეობა.
- კეთილგანწყობილი, მოსწავლეთა მამოტივირებელი გარემოს ორგანიზება უნივერსალური დიზაინის პრინციპების შესაბამისად;
- ყველა მოსწავლის (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (შემდგომში - სსსმ) მოსწავლეების) ჩართვა სასწავლო პროცესში;
- კულტურული მრავალფეროვნების, დემოკრატიის, სამართლიანობის, კანონის უზენაესობის აღიარება და პატივისცემა;
- კლასის მართვის ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენება;
- მოსწავლეების თვითრეგულირებადი ქცევის წახალისება;
- მოსწავლეებში მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა;
- მოსწავლეებთან კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგიების ფლობა და გამოყენება;
- მოსწავლეებისთვის თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის შესაძლებლობის მიცემა;
- მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების განვითარების ხელშეწყობა;
- კონფლიქტის პრევენციისა და მოგვარების ეფექტიანი სტრატეგიების ცოდნა და გამოყენება;
- სასწავლო პროცესის დაგეგმვისას კონსტრუქტივიზმის ძირითადი პრინციპებისა და დიფერენცირებული მიდგომების გათვალისწინება;
- კლასგარეშე (ექსტრაკურიკულარული)/არაფორმალური აქტივობების დაგეგმვა მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით;
- სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება და ციფრული მოქალაქეობის პრინციპების გათვალისწინება;
- სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინება.
- სასწავლო წლის დასაწყისში, თვითშეფასების საფუძველზე საგნობრივი სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) შედგენა;
- საგნობრივი სასწავლო გეგმის თითოეული თემის ფარგლებში სასწავლო პროცესის წარმართვა და განხორციელებული საქმიანობის რეფლექსია (თვითშეფასება);
- თითოეული თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებული თვითშეფასების/შეფასების და საგაკვეთილო დაკვირვების/დაკვირვებების შედეგების ანალიზის საფუძველზე პროფესიული საჭიროებების გამოკვეთა და საგნობრივი სასწავლო გეგმის განვითარების დინამიკის უზრუნველყოფა
- ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, საჭიროებებიდან გამომდინარე, სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ან დადგენილი წესის შესაბამისად აღიარებული ტრენინგკურსის/კურსების გავლა- 20 საკონტაქტო საათი;
- სასწავლო პროცესში სხვადასხვა დონის კურიკულუმების გამოყენება და მოდიფიცირება გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების, ასევე მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით;
- მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების მიზნით შესაბამისი მრავალფეროვანი ინტერაქციული სტრატეგიების გამოყენება;
- მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების (დაგეგმვა, მონიტორინგი, შეფასება) განვითარებასა და სწავლის ეფექტიანი სტრატეგიების დაუფლებაზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება;
- თითოეული მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული სტრატეგიების გამოყენება;
- მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების (მაგ., საგნობრივი წრეები/კლუბები, სპორტული, სახელოვნებო ღონისძიებები და სხვ.) განხორციელება.
- მრავალფეროვანი, სასწავლო მიზნის შესაბამისი, სკოლაში და სკოლის გარეთ არსებული რესურსების ადაპტირება და ეფექტიანი გამოყენება;
- მოსწავლეებისათვის სასწავლო რესურსის თანაბარი ხელმისაწვდომობა და უსაფრთხო გამოყენება;
- სასწავლო მიზნისა და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, სასწავლო რესურსის მოძიება ან/და მომზადება მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვით;
- მოსწავლეთა შეფასებისას შეფასების ძირითად პრინციპებზე ორიენტირება;
- სასწავლო მიზნის შესაბამისი შეფასების ფორმების გამოყენება;
- ეფექტიანი განმავითარებელი შეფასების/უკუკავშირის მიწოდება;
- მოსწავლეთა შეფასების შედეგების ანალიზი ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით და სასწავლო პროცესის დაგეგმვა მასზე დაფუძნებით;
- მოსწავლეთა შედეგების შეფასების მრავალფეროვანი სტრატეგიების/ინსტრუმენტების გამოყენება.
- მოსწავლეთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და ქცევის შესახებ უკუკავშირის მიწოდებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის მიზნით;
- მოსწავლეთა მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობას;
- კოლეგებთან თანამშრომლობას თვითგანვითარებისა და ურთიერთგანვითარების მიზნით, მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად;
- მოსწავლეთა ჩართვა ისეთ აქტივობებში, რომლებიც ზრდის სკოლისადმი მათი მიკუთვნებულობის განცდას;
- თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ელ. ფოსტა . Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ შესაბამისი დარგის ვაკანსიის დასახელება: " ისტ-ის მასწავლებელი ", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 12 ოქტომბერი .
ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.
თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!