კვების ტექნოლოგი, კონდიტერი

გემოების ლაბორატორია
Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Flexible
Salary: 1500-2000 ₾/month
Published: 24 Aug
Application deadline: 23 Sept

" Taste Lab " ეძებს კვების ტექნოლოგს — საკონსულტაციო თანამშრომლობისთვის

"Taste Lab" არის ინოვაციური საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ავითარებს სუბლიმირებულ (freeze-dried) პროდუქტებს რძის, ხილისა და სხვა ნატურალური ინგრედიენტების ბაზაზე.

ვეძებთ გამოცდილ კვების ტექნოლოგს, რომელიც საკონსულტაციო ფორმატში ჩაერთვება ჩვენი არსებული პროდუქტების დახვეწასა და ახალი, პრემიუმ ხარისხის პროდუქტების ჩამოყალიბებაში.

ძირითადი სამუშაო მოვალეობები:

  • რძის ბაზაზე შექმნილი სუბლიმირებული პროდუქტების შეფასება, დახვეწა და გაუმჯობესება;
  • პროდუქტის ტექსტურის, სტრუქტურისა და სტაბილურობის გაუმჯობესება;
  • სხვადასხვა ინგრედიენტის, დამატკბობლისა და ფუნქციური კომპონენტის დატესტვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • ვიტამინებისა და სხვა საკვები ნივთიერებების დამატების შესაძლებლობების შეფასება;
  • გემოს, არომატის, ტექსტურისა და საერთო ორგანოლეპტიკური მახასიათებლების გაუმჯობესება;
  • რეცეპტურის ოპტიმიზაცია სუბლიმაციის ტექნოლოგიის გათვალისწინებით;
  • ტექნოლოგიური რეკომენდაციების მომზადება წარმოებისთვის;
  • სტაბილური, გამორჩეული და პრემიუმ ხარისხის პროდუქტის ჩამოყალიბება.

თანამშრომლობის ფორმატი: მოქნილი საკონსულტაციო გრაფიკი — კვირაში 1 დღე სამუშაო შეხვედრებისათვის

ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებისა და თანამშრომლობის ფორმატის მიხედვით.

ლოკაცია: თბილისი, საბურთალო — ვაჟა-ფშაველას გამზირი.

-----------------------------------------------------------------------------------

"Taste Lab" აცხადებს ვაკანსიას — კონდიტერის პოზიციაზე

"Taste Lab" არის ინოვაციური საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის სუბლიმირებულ (freeze-dried) სნექებს და ავითარებს ახალ პროდუქტებს რძის, ხილის, პროტეინისა და სხვა ინგრედიენტების ბაზაზე.

ვეძებთ კონდიტერს, რომელიც იმუშავებს როგორც უკვე არსებული რეცეპტებით, ასევე ჩაერთვება ახალი გემოებისა და პროდუქტების განვითარებაში.

ძირითადი სამუშაოები:

  • რძის პროდუქტების მიქსირება ხილთან და სხვადასხვა ინგრედიენტებთან, შემდგომი სუბლიმაციისთვის;
  • ხილის მომზადება, დამუშავება და მომზადება სუბლიმაციის პროცესისთვის;
  • პროტეინის Jelly Gum-ების მომზადება;
  • სუბლიმირებული ბურთულების შოკოლადითა და სხვადასხვა გარსით დაფარვა და ტემპერირება;
  • არსებული რეცეპტების მიხედვით პროდუქციის მომზადება;
  • ახალი გემოებისა და პროდუქტების გატესტვა და შემუშავება;
  • რეცეპტების დახვეწა და ახალი იდეების შეთავაზება.

ანაზღაურება:

  • ფიქსირებული ხელფასი — 1, 500 ლარი ;
  • დამატებითი ბონუსი — 500 ლარამდე, პერფორმანსისა და მიღწეული შედეგების მიხედვით;
  • ახალი წარმატებული პროდუქტისა თუ გემოს შექმნა დამატებით გათვალისწინებული იქნება საბონუსე სისტემაში.

სამუშაო გრაფიკი:

  • ყოველ მეორე დღეს — 6 საათი.
  • შესაძლებელია დღის ან საღამოს ცვლა, თქვენზე მორგებული განრიგით.

ლოკაცია:

თბილისი, საბურთალო — ვაჟა-ფშაველას გამზირი.

თუ გაინტერესებთ ახალი პროდუქტების შექმნა, ექსპერიმენტები და თანამედროვე კვების ტექნოლოგიებთან მუშაობა, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV: ან მოკლე ინფორმაცია თქვენს გამოცდილებაზე.

https://www.taste-lab.ge

კვების ტექნოლოგიასაკონდიტრო საქმერეცეპტურის შემუშავებასუბლიმაციის ტექნოლოგიაპროდუქტის განვითარება