კვების ტექნოლოგი, კონდიტერი
გემოების ლაბორატორია" Taste Lab " ეძებს კვების ტექნოლოგს — საკონსულტაციო თანამშრომლობისთვის
"Taste Lab" არის ინოვაციური საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ავითარებს სუბლიმირებულ (freeze-dried) პროდუქტებს რძის, ხილისა და სხვა ნატურალური ინგრედიენტების ბაზაზე.
ვეძებთ გამოცდილ კვების ტექნოლოგს, რომელიც საკონსულტაციო ფორმატში ჩაერთვება ჩვენი არსებული პროდუქტების დახვეწასა და ახალი, პრემიუმ ხარისხის პროდუქტების ჩამოყალიბებაში.
ძირითადი სამუშაო მოვალეობები:
- რძის ბაზაზე შექმნილი სუბლიმირებული პროდუქტების შეფასება, დახვეწა და გაუმჯობესება;
- პროდუქტის ტექსტურის, სტრუქტურისა და სტაბილურობის გაუმჯობესება;
- სხვადასხვა ინგრედიენტის, დამატკბობლისა და ფუნქციური კომპონენტის დატესტვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- ვიტამინებისა და სხვა საკვები ნივთიერებების დამატების შესაძლებლობების შეფასება;
- გემოს, არომატის, ტექსტურისა და საერთო ორგანოლეპტიკური მახასიათებლების გაუმჯობესება;
- რეცეპტურის ოპტიმიზაცია სუბლიმაციის ტექნოლოგიის გათვალისწინებით;
- ტექნოლოგიური რეკომენდაციების მომზადება წარმოებისთვის;
- სტაბილური, გამორჩეული და პრემიუმ ხარისხის პროდუქტის ჩამოყალიბება.
თანამშრომლობის ფორმატი: მოქნილი საკონსულტაციო გრაფიკი — კვირაში 1 დღე სამუშაო შეხვედრებისათვის
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებისა და თანამშრომლობის ფორმატის მიხედვით.
ლოკაცია: თბილისი, საბურთალო — ვაჟა-ფშაველას გამზირი.
-----------------------------------------------------------------------------------
"Taste Lab" აცხადებს ვაკანსიას — კონდიტერის პოზიციაზე
"Taste Lab" არის ინოვაციური საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის სუბლიმირებულ (freeze-dried) სნექებს და ავითარებს ახალ პროდუქტებს რძის, ხილის, პროტეინისა და სხვა ინგრედიენტების ბაზაზე.
ვეძებთ კონდიტერს, რომელიც იმუშავებს როგორც უკვე არსებული რეცეპტებით, ასევე ჩაერთვება ახალი გემოებისა და პროდუქტების განვითარებაში.
ძირითადი სამუშაოები:
- რძის პროდუქტების მიქსირება ხილთან და სხვადასხვა ინგრედიენტებთან, შემდგომი სუბლიმაციისთვის;
- ხილის მომზადება, დამუშავება და მომზადება სუბლიმაციის პროცესისთვის;
- პროტეინის Jelly Gum-ების მომზადება;
- სუბლიმირებული ბურთულების შოკოლადითა და სხვადასხვა გარსით დაფარვა და ტემპერირება;
- არსებული რეცეპტების მიხედვით პროდუქციის მომზადება;
- ახალი გემოებისა და პროდუქტების გატესტვა და შემუშავება;
- რეცეპტების დახვეწა და ახალი იდეების შეთავაზება.
ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი — 1, 500 ლარი ;
- დამატებითი ბონუსი — 500 ლარამდე, პერფორმანსისა და მიღწეული შედეგების მიხედვით;
- ახალი წარმატებული პროდუქტისა თუ გემოს შექმნა დამატებით გათვალისწინებული იქნება საბონუსე სისტემაში.
სამუშაო გრაფიკი:
- ყოველ მეორე დღეს — 6 საათი.
- შესაძლებელია დღის ან საღამოს ცვლა, თქვენზე მორგებული განრიგით.
ლოკაცია:
თბილისი, საბურთალო — ვაჟა-ფშაველას გამზირი.
თუ გაინტერესებთ ახალი პროდუქტების შექმნა, ექსპერიმენტები და თანამედროვე კვების ტექნოლოგიებთან მუშაობა, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV: ელ. ფოსტა ან მოკლე ინფორმაცია თქვენს გამოცდილებაზე.
https://www.taste-lab.ge