ავტოდამტვირთველის მძღოლი

ფაბრიკა 1900
Location: Mtskheta
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 24 Aug
Application deadline: 23 Sept

"ფაბრიკა 1900" გოფრირებული მუყაოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში.შესაფუთ მასალას, რომელსაც კომპანია ქმნის არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერტიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.

"ფაბრიკა 1900" ეძებს გუნდის ახალ წევრს - ავტოდამტვირთველის მძღოლი .

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:

სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია თბილისიდან და გორიდან)

სამუშაო გრაფიკი: სრული

მოვალეობები:

  • პროდუქციის დაუზიანებლად გადაადგილება;
  • პროდუქციის შესაბამის ადგილზე, სტანდარტების გათვალისწინებით განთავსება;
  • მუშაობის პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • ავტოდამტვირთველის ოპერატიული მოვლა-შენახვა.

მოთხოვნები:

  • იდენტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ავტოდამტვირთველის მართვის ლიცენზია/სერტიფიკატი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

გთავაზობთ:

  • კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ტრანსპორტირებას;
  • ჯანსაღ და სამართლიან სამუშაო გარემოს.

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ავტოდამტვირთველის მძღოლი.

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "ფაბრიკა 1900"-მა დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.

"ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებას!

ავტოდამტვირთველის მართვაუსაფრთხოების წესებიპასუხისმგებლობაგუნდური მუშაობა