ავტოდამტვირთველის მძღოლი
ფაბრიკა 1900"ფაბრიკა 1900" გოფრირებული მუყაოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში.შესაფუთ მასალას, რომელსაც კომპანია ქმნის არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერტიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.
"ფაბრიკა 1900" ეძებს გუნდის ახალ წევრს - ავტოდამტვირთველის მძღოლი .
ვაკანტური თანამდებობის შესახებ:
სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია თბილისიდან და გორიდან)
სამუშაო გრაფიკი: სრული
მოვალეობები:
- პროდუქციის დაუზიანებლად გადაადგილება;
- პროდუქციის შესაბამის ადგილზე, სტანდარტების გათვალისწინებით განთავსება;
- მუშაობის პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა;
- ავტოდამტვირთველის ოპერატიული მოვლა-შენახვა.
მოთხოვნები:
- იდენტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ავტოდამტვირთველის მართვის ლიცენზია/სერტიფიკატი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
გთავაზობთ:
- კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ტრანსპორტირებას;
- ჯანსაღ და სამართლიან სამუშაო გარემოს.
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: ელ. ფოსტა . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ავტოდამტვირთველის მძღოლი.
რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "ფაბრიკა 1900"-მა დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.
"ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებას!