B და D კატეგორიის მძღოლი
Carwiz Georgiaსაერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია CARWIZ Georgia ( https://www.facebook.com/CarwizGeorgia ) აცხადებს ვაკანსიას B და D კატეგორიის მძღოლის პოზიციაზე დღის და ღამის ცვლებში ბათუმში .
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
-
კლიენტთა მომსახურება და მომსახურების სტანდარტების დაცვა;
-
კომპანიის მიერ გამოყოფილი სხვადასხვა მოდელის ავტომობილის (სედანი, მინივენი, მიკროავტობუსი) მართვა;
-
სტუმრების დახვედრა-გაცილება აეროპორტში;
-
სხვადასხვა ობიექტების თანამშრომლების ტრანსპორტირება კონკრეტულ მისამართებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
B და D კატეგორიის მართვის მოწმობა;
-
ავტომობილის მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
-
შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
-
ბათუმის ქუჩების და მისი შემოგარენის მაღალ დონეზე ცოდნა.
სამუშაო პირობები:
-
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (დღეგამოშვებით ღამის საათებში), თვის განმავლობაში მინიმუმ 15 სამუშაო ცვლა;
-
ანაზღაურება B კატეგორიის მძღოლი - 80 ლარი 1 ცვლა (ხელზე ასაღები);
-
ანაზღაურება D კატეგორიის მძღოლი - 100 ლარი 1 ცვლა (ხელზე ასაღები).
აღნიშნული პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: Email
აპლიკაციის გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.