B და D კატეგორიის მძღოლი
Carwiz Georgia მდებარეობა: ბათუმი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 26 სექ
განაცხადების ვადა: 26 ოქტ
გამოცდილების დონე: გამოცდილი
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია CARWIZ Georgia ( https://www.facebook.com/CarwizGeorgia ) აცხადებს ვაკანსიას B და D კატეგორიის მძღოლის პოზიციაზე დღის და ღამის ცვლებში ბათუმში .
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტთა მომსახურება და მომსახურების სტანდარტების დაცვა;
- კომპანიის მიერ გამოყოფილი სხვადასხვა მოდელის ავტომობილის (სედანი, მინივენი, მიკროავტობუსი) მართვა;
- სტუმრების დახვედრა-გაცილება აეროპორტში;
- სხვადასხვა ობიექტების თანამშრომლების ტრანსპორტირება კონკრეტულ მისამართებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- B და D კატეგორიის მართვის მოწმობა;
- ავტომობილის მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ბათუმის ქუჩების და მისი შემოგარენის მაღალ დონეზე ცოდნა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (დღეგამოშვებით ღამის საათებში), თვის განმავლობაში მინიმუმ 15 სამუშაო ცვლა;
- ანაზღაურება B კატეგორიის მძღოლი - 80 ლარი 1 ცვლა (ხელზე ასაღები);
- ანაზღაურება D კატეგორიის მძღოლი - 100 ლარი 1 ცვლა (ხელზე ასაღები).
აღნიშნული პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: ელ. ფოსტა
აპლიკაციის გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
B კატეგორიის მართვის მოწმობაD კატეგორიის მართვის მოწმობაავტომობილის მართვაკლიენტთა მომსახურებაბათუმის ქუჩების ცოდნა