B2B გაყიდვების მენეჯერი - საკონდიტრო მიმართულება

სადისტრიბუციო კომპანია ბიკო
Location: Batumi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 25 Aug
Application deadline: 24 Sept
Experience level: Mid level

კომპანია "BBS"/შპს "ბიკო" არის საკონდიტრო ინგრედიენტებისა და ნედლეულის დისტრიბუტორი ბათუმსა და აჭარაში. ჩვენ წარმოვადგენთ წამყვან ბრენდებს (მათ შორის "Puratos") და ვაწარმოებთ იმპორტს.

ვეძებთ გამოცდილ B2B გაყიდვების მენეჯერს , რომელიც განავითარებს საკონდიტრო მიმართულებას აჭარაში — მოძებნის ახალ კლიენტებს (საკონდიტროები, საცხობები, სასტუმროები, რესტორნები, წარმოებები) და ააშენებს მათთან გრძელვადიან, სისტემურ ურთიერთობას.

ეს არის საველე, აქტიური გაყიდვების პოზიცია — ახალი კლიენტების მოძიება და ობიექტებზე გასვლა, და არა ოფისში/მაღაზიაში შემომავალი შეკვეთების მიღება.

რას აკეთებთ:

  • ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა აჭარის ბაზარზე;
  • კლიენტის საჭიროების გამოვლენა და გადაწყვეტის შეთავაზება (მარტო პროდუქტი კი არა — გადაწყვეტა);
  • პროდუქციის ტესტირების, დეგუსტაციებისა და მასტერკლასების ორგანიზება (Puratos-ის ტექნოლოგებთან ერთად);
  • პირველი შეკვეთიდან რეგულარულ თანამშრომლობამდე მიყვანა და ასორტიმენტის გაფართოება;
  • ბაზრის შესახებ ინფორმაციის შეგროვება (ახალი ობიექტები, სპეციალისტები, ცვლილებები);
  • მუშაობის სისტემური აღრიცხვა კომპანიის ხელსაწყოებში (Fina / Asana).

ვის ვეძებთ:

  • გაყიდვების ან საკონდიტრო/კვების სფეროს გამოცდილება (B2B / HoReCa — უპირატესობა);
  • მოლაპარაკების უნარი მფლობელებთან, შეფ-კონდიტერებთან, ტექნოლოგებთან;
  • სიმწიფე, პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლად შედეგზე მუშაობის უნარი;
  • საკუთარი ტრანსპორტი;
  • საკონდიტრო წარმოების საბაზისო გაგება — დიდი უპირატესობა (ტექნოლოგიურ ცოდნას გავაძლიერებთ Puratos-თან ერთად).

რას გთავაზობთ:

  • კონკურენტული ფიქსირებული ხელფასი + გამჭვირვალე ბონუსი შედეგზე (დეტალები გასაუბრებაზე);
  • პროფესიული ტრენინგი და სწავლება "Puratos"-თან თბილისში + მუშაობა ბრენდის ტექნოლოგებთან;
  • კორპორაციული მობ. კავშირი (ინტერნეტი), საწვავი, ავტომობილის ამორტიზაცია;
  • განვითარებული ინფრასტრუქტურა (მაღაზია, საწყობი, ლოგისტიკა) — შენ ყიდი, დანარჩენს ჩვენ უზრუნველვყოფთ;
  • გუნდი, რომელიც მაქსიმალურად დაგეხმარება.

CV გამოაგზავნეთ მისამართზე

წერილის თემაში (subject) მიუთითეთ: B2B გაყიდვების მენეჯერი — [სახელი გვარი]

წერილში მოკლედ (3-4 წინადადება) გვიპასუხეთ: რატომ ფიქრობთ, რომ სწორედ თქვენ შეძლებთ ამ მიმართულების განვითარებას?

B2B გაყიდვებიმოლაპარაკების უნარიFinaAsanaHoReCaსაკონდიტრო წარმოება