B2B გაყიდვების მენეჯერი - საკონდიტრო მიმართულება
სადისტრიბუციო კომპანია ბიკოკომპანია "BBS"/შპს "ბიკო" არის საკონდიტრო ინგრედიენტებისა და ნედლეულის დისტრიბუტორი ბათუმსა და აჭარაში. ჩვენ წარმოვადგენთ წამყვან ბრენდებს (მათ შორის "Puratos") და ვაწარმოებთ იმპორტს.
ვეძებთ გამოცდილ B2B გაყიდვების მენეჯერს , რომელიც განავითარებს საკონდიტრო მიმართულებას აჭარაში — მოძებნის ახალ კლიენტებს (საკონდიტროები, საცხობები, სასტუმროები, რესტორნები, წარმოებები) და ააშენებს მათთან გრძელვადიან, სისტემურ ურთიერთობას.
ეს არის საველე, აქტიური გაყიდვების პოზიცია — ახალი კლიენტების მოძიება და ობიექტებზე გასვლა, და არა ოფისში/მაღაზიაში შემომავალი შეკვეთების მიღება.
რას აკეთებთ:
- ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა აჭარის ბაზარზე;
- კლიენტის საჭიროების გამოვლენა და გადაწყვეტის შეთავაზება (მარტო პროდუქტი კი არა — გადაწყვეტა);
- პროდუქციის ტესტირების, დეგუსტაციებისა და მასტერკლასების ორგანიზება (Puratos-ის ტექნოლოგებთან ერთად);
- პირველი შეკვეთიდან რეგულარულ თანამშრომლობამდე მიყვანა და ასორტიმენტის გაფართოება;
- ბაზრის შესახებ ინფორმაციის შეგროვება (ახალი ობიექტები, სპეციალისტები, ცვლილებები);
- მუშაობის სისტემური აღრიცხვა კომპანიის ხელსაწყოებში (Fina / Asana).
ვის ვეძებთ:
- გაყიდვების ან საკონდიტრო/კვების სფეროს გამოცდილება (B2B / HoReCa — უპირატესობა);
- მოლაპარაკების უნარი მფლობელებთან, შეფ-კონდიტერებთან, ტექნოლოგებთან;
- სიმწიფე, პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლად შედეგზე მუშაობის უნარი;
- საკუთარი ტრანსპორტი;
- საკონდიტრო წარმოების საბაზისო გაგება — დიდი უპირატესობა (ტექნოლოგიურ ცოდნას გავაძლიერებთ Puratos-თან ერთად).
რას გთავაზობთ:
- კონკურენტული ფიქსირებული ხელფასი + გამჭვირვალე ბონუსი შედეგზე (დეტალები გასაუბრებაზე);
- პროფესიული ტრენინგი და სწავლება "Puratos"-თან თბილისში + მუშაობა ბრენდის ტექნოლოგებთან;
- კორპორაციული მობ. კავშირი (ინტერნეტი), საწვავი, ავტომობილის ამორტიზაცია;
- განვითარებული ინფრასტრუქტურა (მაღაზია, საწყობი, ლოგისტიკა) — შენ ყიდი, დანარჩენს ჩვენ უზრუნველვყოფთ;
- გუნდი, რომელიც მაქსიმალურად დაგეხმარება.
CV გამოაგზავნეთ მისამართზე ელ. ფოსტა
წერილის თემაში (subject) მიუთითეთ: B2B გაყიდვების მენეჯერი — [სახელი გვარი]
წერილში მოკლედ (3-4 წინადადება) გვიპასუხეთ: რატომ ფიქრობთ, რომ სწორედ თქვენ შეძლებთ ამ მიმართულების განვითარებას?