შესყიდვების სპეციალისტი

ონიქს კორპორეიშენი
Location: Kutaisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 1 Oct
Application deadline: 31 Oct

შპს "ონიქს კორპორეიშენი" ფარმაცევტული წარმოება აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი , ავტომშენებლის #88.

ძირითადი მოვალეობები:

  • საერთაშორისო და ადგილობრივი შესყიდვის განხორციელება;
  • არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა - შესყიდვის დაგეგმვა და თანმხლები პროცესების კონტროლი;
  • ახალი მომწოდებლების მოძიება;
  • ნედლეულის ფასის კონტროლი და მუდმივი მონიტორინგი;
  • შესყიდვების განხორციელება არსებული პროცედურების მიხედვით;
  • შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • მომწოდებლების ბაზის წარმოება (მუდმივი განახლება);
  • ახალი ბრენდების მოძიება/დამუშავება;
  • კონკურენტების ფასების და შესაძლებლობების ანალიზი;
  • მოთხოვნების შესაბამისად პროდუქციის მოძიება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სასურველია - ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • Word, Excel, Outlook-ის ცოდნა სავალდებულოა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პუნქტუალური და შედეგზე ორიენტირებული;
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ანაზღაურება: ინდივიდუალური, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართებზე: სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

წარმატებებს გისურვებთ!

WordExcelOutlookინგლისური ენარუსული ენაანალიტიკური აზროვნებამოლაპარაკებების წარმოება