შესყიდვების სპეციალისტი
ონიქს კორპორეიშენი მდებარეობა: ქუთაისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 1 ოქტ
განაცხადების ვადა: 31 ოქტ
გამოცდილების დონე: საშუალო
შპს "ონიქს კორპორეიშენი" ფარმაცევტული წარმოება აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი , ავტომშენებლის #88.
ძირითადი მოვალეობები:
- საერთაშორისო და ადგილობრივი შესყიდვის განხორციელება;
- არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა - შესყიდვის დაგეგმვა და თანმხლები პროცესების კონტროლი;
- ახალი მომწოდებლების მოძიება;
- ნედლეულის ფასის კონტროლი და მუდმივი მონიტორინგი;
- შესყიდვების განხორციელება არსებული პროცედურების მიხედვით;
- შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
- მომწოდებლების ბაზის წარმოება (მუდმივი განახლება);
- ახალი ბრენდების მოძიება/დამუშავება;
- კონკურენტების ფასების და შესაძლებლობების ანალიზი;
- მოთხოვნების შესაბამისად პროდუქციის მოძიება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია - ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
- Word, Excel, Outlook-ის ცოდნა სავალდებულოა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პუნქტუალური და შედეგზე ორიენტირებული;
- მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურება: ინდივიდუალური, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართებზე: ელ. ფოსტა სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
წარმატებებს გისურვებთ!
WordExcelOutlookინგლისური ენარუსული ენაანალიტიკური აზროვნებამოლაპარაკებების წარმოება