Godot Game Engine Expert

ფრილანსერი
Location: დისტანციური
Work arrangement: Remote
Employment type: Flexible
Salary: 70-130 USD/hour
Published: 3 Nov
Application deadline: 8 Nov

საერთშორისო კომპანია ეძებს გამოცდილ Godot სათამაშო ძრავის სპეციალისტებს ხელოვნური ინტელექტის (AI) სწავლების პროექტის მხარდასაჭერად. ამ როლში თქვენ გამოიყენებთ Godot-ს რეალური 2D და 3D თამაშების დეველოპმენტის ამოცანების შესასრულებლად და ეტაპობრივად ახსნით თქვენს სამუშაო პროცესს (workflow). თქვენი გამოცდილება დაეხმარება ხელოვნური ინტელექტის სისტემებს თამაშების დეველოპმენტის უკეთ გაგებაში.

ძირითადი მოვალეობები:

  1. Godot-ის გამოყენებით 2D და 3D თამაშების შექმნა და მოდიფიკაცია.
  2. გეიმპლეის მექანიკის, ანიმაციებისა და UI ელემენტების შემუშავება.
  3. GDScript-თან, სცენებთან, ნოდებთან (nodes) და თამაშის ფიზიკასთან მუშაობა.
  4. თამაშში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და წარმადობის ოპტიმიზაცია.
  5. Godot-ის რთული/წინწაწეული ამოცანების შესრულება და საკუთარი სამუშაო პროცესების ნაბიჯ-ნაბიჯ განმარტება.
  6. თამაშების შემუშავების სამუშაო პროცესებისთვის მკაფიო ინსტრუქციებისა და დეტალური პრომპტების (prompts) შექმნა.

სავალდებულო უნარები და კვალიფიკაცია:

  1. Godot სათამაშო ძრავის გამოყენების ძლიერი პრაქტიკული პროფესიული გამოცდილება.
  2. GDScript ან C# პროგრამირების გამოცდილება.
  3. 2D/3D თამაშების დეველოპმენტის, სცენების, ნოდებისა და ანიმაციების კარგი ცოდნა.
  4. გეიმპლეის სისტემების შემუშავების, დებაგინგისა და ოპტიმიზაციის უნარი.
  5. Godot-ზე წვდომა და ამოცანების შესრულებისას ეკრანის ჩაწერის (screen recording) შესაძლებლობა.
  6. ინგლისური ენის ცოდნა B2 ან უფრო მაღალ დონეზე.
  7. ტექნიკური სამუშაო პროცესების მკაფიოდ ახსნის უნარი.

სასურველი კვალიფიკაცია (ბონუსი)

  1. Godot თამაშების დეველოპმენტის პროექტების პორტფოლიო.
  2. შესაბამისი მაგისტრის ან დოქტორის (PhD) ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში, თამაშების დეველოპმენტში ან დაკავშირებულ სფეროში.
  3. მონაცემთა დამუშავების (Human Data) წინა გამოცდილება, როგორიცაა მონაცემთა ანოტაცია (data annotation), RLHF ან AI მოდელების შეფასება (AI model evaluation).
  4. მულტიფლეიერ თამაშებთან, თამაშის ფიზიკასთან ან UI/UX დეველოპმენტთან მუშაობის გამოცდილება.
  5. პროფესიული გამოცდილება თამაშების დეველოპმენტში.

შეავსეთ განაცხადი ბმულზე: https://short-url.cc/1BjX0

GodotGDScriptC#2D/3D დეველოპმენტიგეიმპლეის მექანიკათამაშის ოპტიმიზაციაინგლისური ენატექნიკური დოკუმენტირებაUI/UX დეველოპმენტითამაშის ფიზიკა