Godot Game Engine Expert
ფრილანსერი მდებარეობა: დისტანციური
სამუშაო ფორმატი: დისტანციური
დასაქმების ტიპი: მოქნილი განაკვეთი
ანაზღაურება: 70-130 USD/საათი
გამოქვეყნდა: 3 ნოე
განაცხადების ვადა: 8 ნოე
გამოცდილების დონე: საშუალო
საერთშორისო კომპანია ეძებს გამოცდილ Godot სათამაშო ძრავის სპეციალისტებს ხელოვნური ინტელექტის (AI) სწავლების პროექტის მხარდასაჭერად. ამ როლში თქვენ გამოიყენებთ Godot-ს რეალური 2D და 3D თამაშების დეველოპმენტის ამოცანების შესასრულებლად და ეტაპობრივად ახსნით თქვენს სამუშაო პროცესს (workflow). თქვენი გამოცდილება დაეხმარება ხელოვნური ინტელექტის სისტემებს თამაშების დეველოპმენტის უკეთ გაგებაში.
ძირითადი მოვალეობები:
- Godot-ის გამოყენებით 2D და 3D თამაშების შექმნა და მოდიფიკაცია.
- გეიმპლეის მექანიკის, ანიმაციებისა და UI ელემენტების შემუშავება.
- GDScript-თან, სცენებთან, ნოდებთან (nodes) და თამაშის ფიზიკასთან მუშაობა.
- თამაშში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და წარმადობის ოპტიმიზაცია.
- Godot-ის რთული/წინწაწეული ამოცანების შესრულება და საკუთარი სამუშაო პროცესების ნაბიჯ-ნაბიჯ განმარტება.
- თამაშების შემუშავების სამუშაო პროცესებისთვის მკაფიო ინსტრუქციებისა და დეტალური პრომპტების (prompts) შექმნა.
სავალდებულო უნარები და კვალიფიკაცია:
- Godot სათამაშო ძრავის გამოყენების ძლიერი პრაქტიკული პროფესიული გამოცდილება.
- GDScript ან C# პროგრამირების გამოცდილება.
- 2D/3D თამაშების დეველოპმენტის, სცენების, ნოდებისა და ანიმაციების კარგი ცოდნა.
- გეიმპლეის სისტემების შემუშავების, დებაგინგისა და ოპტიმიზაციის უნარი.
- Godot-ზე წვდომა და ამოცანების შესრულებისას ეკრანის ჩაწერის (screen recording) შესაძლებლობა.
- ინგლისური ენის ცოდნა B2 ან უფრო მაღალ დონეზე.
- ტექნიკური სამუშაო პროცესების მკაფიოდ ახსნის უნარი.
სასურველი კვალიფიკაცია (ბონუსი)
- Godot თამაშების დეველოპმენტის პროექტების პორტფოლიო.
- შესაბამისი მაგისტრის ან დოქტორის (PhD) ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში, თამაშების დეველოპმენტში ან დაკავშირებულ სფეროში.
- მონაცემთა დამუშავების (Human Data) წინა გამოცდილება, როგორიცაა მონაცემთა ანოტაცია (data annotation), RLHF ან AI მოდელების შეფასება (AI model evaluation).
- მულტიფლეიერ თამაშებთან, თამაშის ფიზიკასთან ან UI/UX დეველოპმენტთან მუშაობის გამოცდილება.
- პროფესიული გამოცდილება თამაშების დეველოპმენტში.
შეავსეთ განაცხადი ბმულზე: https://short-url.cc/1BjX0
GodotGDScriptC#2D/3D დეველოპმენტიგეიმპლეის მექანიკათამაშის ოპტიმიზაციაინგლისური ენატექნიკური დოკუმენტირებაUI/UX დეველოპმენტითამაშის ფიზიკა