ავეჯის კონსულტანტი
ლითენ თრიავეჯის ქართული საწარმო " Litten Tree " აცხადებს ვაკანსიას ავეჯის კონსულტანტის პოზიციაზე.
თუ გაქვთ გაყიდვების გამოცდილება, გიყვართ მომხმარებელთან ურთიერთობა, დაინტერესებული ხართ ინტერიერისა და ავეჯის სფეროთი და გსურთ პროფესიული განვითარება სტაბილურ სამუშაო გარემოში, გელით ჩვენს გუნდში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, თ. ერისთავის ქ. №26
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის კეთილგანწყობილი დახვედრა და საჭიროებების განსაზღვრა;
- მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ სრულყოფილი და კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
- მომხმარებლის დახმარება მის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტის შერჩევაში;
- გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
- პროდუქციისა და მიმდინარე შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად ფლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- ავეჯის, ინტერიერის ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
როგორი გუნდის წევრი გვჭირდება:
ჩვენთვის პროფესიულ გამოცდილებასთან ერთად მნიშვნელოვანია პიროვნული თვისებები და სამუშაო მიდგომაც. ვეძებთ ადამიანს, რომელიც:
- კრეატიულად აზროვნებს და ღიაა ახალი იდეების მიმართ;
- ავლენს ინიციატივას და აქვს განვითარების სურვილი;
- ეფექტურად თანამშრომლობს გუნდთან;
- პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს, არის ორგანიზებული და პუნქტუალური;
- გამოირჩევა კომუნიკაციის კარგი უნარებით და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით.
რას გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარებისა და ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ გუნდურ გარემოს;
- პროფესიონალურ და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სამუშაო კულტურას;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას და დამატებით საბონუსე სისტემას.
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად + საბონუსე სისტემა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: Email . ელფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ: "ავეჯის კონსულტანტი".